
კიევის ოლქში ვერტმფრენი საბავშვო ბაღთან ჩამოვარდა
18/01/2023 08:02:15 ევროპა
უკრაინული მედიის ცნობით, კიევის ოლქში, ბროვარში ვერტმფრენი საბავშვო ბაღთან ახლოს ჩამოვარდა.
კიევის გუბერნატორის, ოლექსი კულებას განცხადებით, ტრაგედიის დროს, ბავშვები და პერსონალი საბავშვო ბაღის შენობაში იმყოფებოდნენ. მისივე თქმით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების, პოლიციისა და სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟები ადგილზე მუშაობენ.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ კირილო ტიმოშენკომ „ტელეგრამზე“ განაცხადა, რომ მსხვერპლისა და გარემოებების შესახებ ინფორმაცია დგინდება.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
February
2021
S
M
T
W
T
F
S