
აშშ-ის წარმომადგენლობითმა პალატამ "სომეხთა მასობრივი მკვლელობა" გენოციდად აღიარა
30/10/2019 05:06:47 სხვა, მსოფლიო
აშშ-ის წარმომადგენლობითმა პალატამ ოსმალეთის იმპერიის მიერ 1915-1923 წლებში "სომეხთა მასობრივი მკვლელობა" გენოციდად აღიარა, - იუწყება Reuters.
მისივე ცნობით, რეზოლუციას მხარი 405 კანონმდებელმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი - 11 იყო.
ამასთან, წარმომადგენლობითი პალატის წევრებმა მხარი დაუჭირეს კანონმდებლობას, რომელიც ჩრდილოეთ სირიაზე განხორციელებული თავდასხმის გამო პრეზიდენტ დონალდ ტრამპს თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს.
ოფიციალურმა ანკარამ აშშ–ის წარმომადგენელთა პალატის გადაწყვეტილებები დაგმო და განაცხადა, რომ "გენოციდის შესახებ რეზოლუცია უაზრო პოლიტიკური ნაბიჯია და მისი ერთადერთი ადრესატი სომხური ლობი და ანტი-თურქული ჯგუფებია".
გარდა ამისა, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სანქციების დაწესების შესახებ რეზოლუცია „ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სულისკეთებისთვის შეუფერებელია“ და ეწინააღმდეგება ჩრდილოეთ სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ტრამპის ადმინისტრაციასთან მიღწეულ შეთანხმებას.
"მოვუწოდებთ აშშ-ის კონგრესს, ნუ გამოიყნებენ ორმხრივი ურთიერთობების საკითხებს საშინაო პოლიტიკური მიზნებისთვის და იმოქმედონ ჩვენი ალიანსისა (ნატო) და პარტნიორობის შესაბამისად", – აღნიშნულია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021