
ირაკლი ღარიბაშვილი: "გაერთიანების შემთხვევაში აფხაზეთი შეიძლება, გახდეს მეორე მონაკო"
27/12/2022 11:05:07 კონფლიქტები, პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებს განვითარების დიდი პოტენციალი აქვთ. როგორც მან წლიური ანგარიშის წარდგენისას აღნიშნა, ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიების განვითარებისთვის 10 მილიარდი დოლარის ინვესტიციის მოზიდვაა შესაძლებელი.
"ოკუპირებული აფხაზეთის ბიუჯეტი სულ რაღაც 200 მილიონ დოლარს შეადგენს, სრულად დოტაციაზეა მათი ბიუჯეტი. მინდა, ვთქვა, რომ ჩვენი აფხაზი და ოსი დებისთვის და ძმებისთვის, ეს არის გაშვებული შესაძლებლობა. ჩვენი ქვეყნის გაერთიანების შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია, პირველ სამ წელიწადში დაახლოებით 10 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განვახორციელოთ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში. ჩვენ ეს გააზრებული გვაქვს. ამის თაობაზე ჩვენ გვქონდა ეკონომიუკრ საბჭოზე მსჯელობა. აფხაზეთი შეიძლება გახდეს მეორე მონაკო. ეს არ არის გადაჭარბებული შეფასება. აფხაზეთს აქვს შესაძლებლობა გახდეს მეორე მონაკო და სოხუმი - მეორე მონტე კარლო", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021