Accentnews.ge
"ბევრი რამ ჩვენმა შიდა დაპირისპირებამ გადაწყვიტა და არაპოპულარული ნაბიჯების შიშმა"

"ბევრი რამ ჩვენმა შიდა დაპირისპირებამ გადაწყვიტა და არაპოპულარული ნაბიჯების შიშმა"

27/02/2019 15:36:49 თვალსაზრისი, ინტერვიუ

"აქცენტის" ინტერვიუ ისტორიკოს ზურაბ პაპასქირთან.

 

აფხაზეთის ომიდან 25 წელი შესრულდადღეისგადმოსახედიდანროგორ თვლითშესაძლებელი იყო თუარა იმ ომის თავიდან აცილება?

 

ეს მართლაც ძალიან რთული კითხვააცალსახად ვერ იტყვირომ ჩვენ ამას შევძლებდით.

 

1992 წლის ზაფხულში აფხაზების მხრიდან კონფრონტაციამ პიკს მიაღწია. ისინი ცდილობდნენ,ცენტრალური ხელისუფლების იგნორირებით აფხაზეთზე სრული კონტროლი დაემყარებინათ. 23ივლისს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს აფხაზურმა დეპუტაციამ რეგლამენტის უხეში დარღვევით შეაჩერა „აფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის 1978 წლის კონსტიტუცია“და მიიღო .„აფხაზეთის სსრ-ის 1925 წლის კონსტიტუცია“რომლის მიხედვითაც, აფხაზეთი საქართველოსგან დამოუკიდებელ რესპუბლიკად აღიქმებოდა. ანუ, 23 ივლისს ფაქტობრივად, ადგილიჰქონდა კონსტიტუციურ გადატრიალებასმაგრამ თბილისს არც უფიქრია ძალის გამოყენება დასეპარატისტების ამ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას იურიდიული კონტრზომებით უპასუხა. ანუ, ჩვენყველაფერს ვაკეთებდითრომ ეს სამხედრო დაპირისპირება თავიდან აგვერიდებინა, თუმცა 1992 წლის საბედისწერო 14 აგვისტოს საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებული შეიარაღებული ნაწილების აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე შეყვანამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა.

 

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას ჰქონდა სრული იურიდიული უფლება, თვითონვე განესაზღვრა ქვეყნის ნებისმიერ რეგიონში შეიარაღებული ძალების შეყვანის აუცილებლობა (საპირისპიროს მტკიცება სრული პოლიტიკური და იურიდიული უმეცრების გამოვლინებაა), თბილისის ეს ნაბიჯი მაინც ნაჩქარევი და მოუმზადებელი აღმოჩნდა. აფხაზეთში სამხედრო ნაწილების შეყვანისას საქართველოს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას მეტი სიფრთხილის გამოჩენა მართებდა, რათა სეპარატისტებს არ მისცემოდა საბაბი პროვოკაციისათვის. სახელმწიფოსიმჟამინდელი პირველი პირი არ უნდა დასჯერებოდა სატელეფონო საუბრებს ვ. არძინბასთან, თვითონუნდა ჩასულიყო სოხუმში, პირადად შეხვედროდა ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების მეთაურს და ოფიციალურად მიეღო თანხმობა (წერილობით დამოწმებული) აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოს შეიარაღებული ძალების კონტინგენტის შეყვანაზე. ამით, ალბათ, თავიდან იქნებოდა აცილებული ყოველგვარი გაუგებრობამაგრამ, სამწუხაროდ, ეს არ გაკეთდა. ედუარდ შევარდნაძეს აშკარად უმტყუნა პოლიტიკურმა ალღომ და მან, როგორც ჩანს, ვერ გაბედა, გადაედგა იმ დროისათვის რამდენადმე სარისკო ნაბიჯი. შედეგად, ვ. არძინბას მიეცა შანსი თავისი ვერაგული ზრახვების რეალიზაციისათვის.

 

რა საკვირველია, არ შეიძლება, კატეგორიულად ვამტკიცოთ, რომ ამით ჩვენ ავიცილებდით შეიარაღებულ დაპირისპირებას, მაგრამ შანსი იმისა, რომ მშვიდობიანად მივსულიყავით 11 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე, ნამდვილად ჩნდებოდა და შეიძლება, ომიც თავიდან აგვეცილებინა, თუმცა ამაში ბოლომდე დარწმუნებული მაინც არ ვარ.

 

- ამ პროცესებში მთავარ დამნაშავედ მაინც ვინ გესახებათ?

 

- ეს სამხედრო დაპირისპირება დიდი ხნის განმავლობაში მზადდებოდა – სულ მცირე, 100 წლის ისტორია აქვს: რუსეთი თანმიმდევრულად ქმნიდა ქართველებისგან მტრის ხატს აფხაზეთში, აღვივებდა სეპარატისტულ განწყობებებს. ასე, რომ ამ ტრაგედიის მთავარი შემოქმედი, უდავოდ, რუსეთია, რომელსაც აჰყვა მის მიერვე გამოზრდილი, რუსული იმპერიული სულისკვეთებით გაჟღენთილი აფხაზური ინტელიგენცია.

 

სწორედ სეპარატისტულად განწყობილი აფხაზური ინტელიგენცია ქმნიდა სიძულვილის იდეოლოგიას. თუ ჩვენ ძმობას და მეგობრობას ვქადაგებდით, ისინი დღენიადაგ გვაცხადებდნენ აფხაზი ხალხის მტრად, „დამპყრობლებად“... აი, ეს არის რეალობა! ამის შემდეგ განა საკითხავია, თუ ვინაა დამნაშავე? – ის, ვინც ამბობს, რომ ძმები ვართ, თუ ის, ვინც მტრად მიგიჩნევს და გემტერება?!

 

1989 წლის 15-16 ივლისს იქ თოფი გავარდა, ტრაგედია მოხდა, მაგრამ შემდეგ სიტუაცია თანდათანობით დალაგდა. ქართული მხარე არნახულ დათმობაზე წავიდა. გაგახსენებთ ოფიციალური თბილისის (ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების) მიერ მოწონებულ საარჩევნო კანონს, რომლის მიხედვითაც, 90 ათასი აფხაზი ირჩევდა 28 დეპუტატს ავტონომიური რესპუბლიკის პარლამენტში, ხოლო 245 ათასი ქართველი - მხოლოდ 26-ს. ანუ, 1 აფხაზის ხმა 3 ქართველის ხმას უდრიდა! დიდი მიხვედრა არ უნდა იმას, რომ ეს იყო წმინდა წყლის აპარტეიდული კანონი. პირადად ჩემთვის ეს მიუღებელი იყო, რადგან, პოლიტიკურს რომ თავი დავანებოთ, ის სრულ ისტორიოგრაფიულ კაპიტულაციად მიმაჩნდა. მაგრამ მესმოდა ამგვარი კაპიტულანტური ნაბიჯის მოტივაცია (ამიტომაც არ გამიპროტესტებია ამ კანონის მიღება) – საქართველოს ხელისუფლება ამ გაუგონარი დათმობით ცდილობდა შემდგომი კონფრონტაციის თავიდან აცილებას; ეს იყო ქართული მხარის კეთილი ნება და სურვილი, ნებისმიერი გზით გამოვსულიყავით კრიზისიდან.

 

როგორც უკვე აღვნიშნე, მაშინ ეს ნაბიჯი კაპიტულაციად მიმაჩნდა, მაგრამ დღეს იგი ჩვენთვის სერიოზული ინფორმაციულ-იდეოლოგიური კაპიტალია: ეს არის საუკეთესო დასტური იმისა, რომ ჩვენ ნამდვილად არ გვინდოდა ომი. ასე, რომ ქართველების დადანაშაულება ამ ომის გაჩაღებაში არათუ არასწორია, არამედ მკრეხელურიც კი!

 

მთელს ამ პროცესებში, ცხადია, მნიშვნელოვანია საკვანძო ფიგურების როლი: გამსახურდიას, ელცინის, შევარდნაძის, არძიბას, კიტოვანის, იოსელიანის...

 

- მე მაინც ალბათ, ელცინზე, შევარდნაძეზე და არძინბაზე გავაკეთებდი აქცენტს.

 

როგორც უკვე ვთქვი, თუკი შევარდნაძეს რამეში დავადანაშაულებთ, ეს არის ის, რომ მან არ გადადგა იმ დროისათვის არაორდინალური ნაბიჯი, არ ჩავიდა სოხუმში, არ შეხვდა და არ გააფორმა ვლადისლავ არძინბასთან ერთობლივი დოკუმენტი, რითაც შეეძლო 14 აგვისტოს თავიდან აცილება. სხვა მხრივ აქ ბევრს ვერაფერს იტყვი. მე მას არაერთხელ შევხვედრივარ და შემიძლია, ვთქვა, რომ ის არ იყო განწყობილი კონფრონტაციულად. ამასწინანდელ ინტერვიუში სტანისლავ ლაკობა [აფხაზეთის უზენაესი საბჭოსა და პარლამენტის წევრ (1991-1996), უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის პირველ მოადგილე, აფხაზური უშიშროების საბჭოს ორგზის თავმჯდომარე (2005-2009 და 2001-2013), ომის დროს – დეპუტატი,საერთაშორისო ურთიერთობებისა და პარლამენტთაშორისი კავშირების კომისიის თავმჯდომარე]აბრალებს შევარდნაძეს, ომი უნდოდაო (http://accent.com.ge/ge/news/details/59933), მაგრამ ეს ნამდვილად არ არის ასე: ქართულმა მხარემ ყველაფერი გააკეთა, რომ ომი თავიდან აეცილებინა, მაგრამ პროვოკაცია მოგვიწყვეს და გვაიძულეს, ჩავრთულიყავით.

 

რაც შეეხება ელცინს, ის იმ დროს არ იყო ანტიქართულად განწყობილი – სტანისლავ ლაკობა და სხვა აფხაზები, რომლებიც ამას ამბობენ, მართლები არიან. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ელცინს იმხანად გამოკვეთილად ქართველების მხარე ეკავა, მაგრამ მას აფხაზეთის ომში რუსეთის ღიად ჩართვა და ქართველების წინაამდეგ ომი სიგიჟედ მიაჩნდა. შემიძლია, გითხრათ, რომ ის, რაც პუტინმა გააკეთა 2008–ში, ელცინის დროს, ალბათ, არ მოხდებოდა. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ელცინი ხშირად ვერ აკონტროლებდა სიტუაციას, საკუთარ გარემოცვას, ამ გარემოცვაში კი მრავლად იყვნენ ისეთი პერსონები (იგივე ვიცე-რეზიდენტი ალექსანდრე რუცკოი, ძალიან ბევრ საკითხს იქ იმხანად წყვეტდა თავდაცვის მინისტრი გრაჩოვი... ), რომლებიც გამოხატულად ანტიქართულად იყვნენ განწყობილნი და 1993 წლის სექტემბერში სწორედ მათ გადაწყვიტეს ჩვენი ბედი.

 

რაც შეეხება ვლადისლავ არძინბას, იგი გენეტიკურად ქართველთმოძულე იყო. სამწუხაროდ, მისი დაწინაურება სწორედ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების, უშუალოდ ზვიად გამსახურდიას დასტურით მოხდა, რაც უდიდესი შეცდომა იყო. მხედველობაში მაქვს არა მისი გაპირველკაცება 1990 წლის დეკემბერში, როდესაც არძინბას მივეცით ერთგვარი კარტბლანში და შევეცადეთ მისი, როგორც ნაციონალისტი ლიდერის ავტორიტეტი საქართველოს სასიკეთოდ გამგვეყენებინა. მაგრამ მან არათუ არ გაამართლა ზვიად გამსახურდიას ნდობა, არამედ თავისი დესტრუქციული ნაბიჯებით ღიად დაუპირისპირდა თბილისს: ჯერ იყო და აფხაზეთში ჩაატარა ცენტრალური ხელისუფლების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ოფიციალურად აკრძალული 17 მარტის რეფერენდუმი და ღიად დაუჭირამხარი აფხაზეთის დარჩენას „განახლებულ“ საბჭოთა კავშირში, ხოლო 31 მარტის რეფერენდუმს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის თაობაზე ბოიკოტი გამოუცხადა (თუმცა ავტონომიურ რესპუბლიკაში ეს რეფერენდუმი ვერ აკრძალა). მან ბოიკოტი გამოუცხადა აგრეთვე 1991 წლის 26 მაისს ჩატარებულ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებს (რომელიც ასევე ვერ ჩაშალა). მიუხედავად ყველაფერამისა, პრეზიდენტი ზ. გამსახურდია მაინც დაარწმუნეს, რომ 1991 წელს აქცენტი კვლავ გაეკეთებინა ვ. არძინბაზე. ეს იყო გამოუსწორებელი შეცდომა და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ.

 

- აფხაზები ზვიად გამსახურდიას ხშირად ადანაშაულებენ მმართველობის საწყის ეტაპზე ნაციონალიზმში და ამით ხსნიან ანტიქართულ განწყობებს, რომელიც აფხაზეთში გაღვივდა...

 

- დიახ, 1989-ში ზვიად გამსახურდიას მართლაც ჰქონდა ცალკეული ემოციური (სამიტინგო) გამონათქვამები, რომლებიც აღიზიანებდა აფხაზებს. მაგრამ მას შემდეგ, რაც სახელმწიფოს მეთაური გახდა (1990 წლის ნოემბერი), გამსახურდიას არც ერთი ე.წ. „ანტიაფხაზური“ განცხადება არ გაუკეთებია. პირიქით, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ არჩევის დღეს, მთავრობის სახლის წინ გამართულ მიტინგზე გამოსვლისას მან განაცხადა: „ჩვენ აფხაზებთან ერთად აღვადგენთ აფხაზთა სამეფოს“. აფხაზებს გამსახურდია დიდად არც ამ ეტაპზე ჰყვარებიათ, მაგრამ ომის დროს მასში უკვე მოკავშირე დაინახეს, რადგან დამხობილი პრეზიდენტი და მისი მხარდამჭერები შევარდნაძეს ებრძოდნენ. იყო ასეთი მოწოდებები: „აბა, ძმებო აფხაზებო, დასცხეთ ხუნტას“... მსგავსი განცხადებები ნიშნავდა: „აფხაზებო, დასცხეთ საქართველოს“...

ასეა თუ ისე, თამამად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს სათავეში მოსვლის დღიდან ზვიად გამსახურდიას არც სიტყვით, არც საქმით, არც ერთი „ანტიაფხაზური“ ნაბიჯი არ გადაუდგამს. მეტიც, სწორედ მას ეკისრება ოფიციალური პასუხისმგებლობა ზემოთნახსენებ საარჩევნო კანონზე, რომელიც იმ ეტაპზე ძალიან წამგებიანი იყო და მართლაც ბევრი რამ გაგვიფუჭა, თუმცა დღეს უკვე სულ სხვა კუთხით ჩვენ სასარგებლოდ შეიძლება, გამოვიყენოთ.

- ზემოთ ახსენეთ გრაჩოვი, როგორც ხშირ შემთხვევაში ელცინის ნაცვლად მთავარი გადაწყვეტილებების მიმღები პირი. ხშირად გვსმენია საუბრები გრაჩოვისა და კიტოვანის მეგობრობასა და შეთანხმებულ მოქმედებაზე...

- დიახ, კიტოვანი და გრაჩოვი მეგობრები აღმოჩნდნენ. კიტოვანი თავიდან ზ. გამსახურდიას თანამებრძოლად პოზიციონირებდა, შემდეგ კი სულ სხვა ამპლუაში ვიხილეთ...

ამ თემის განვრცობა მიზანშეწონილად არ მიმაჩნია, თუმცა ერთ რამეს მაინც ვიტყვი: კიტოვანი საქართველოდან რომ წავიდა, მოსკოვში აღმოჩნდა, გრაჩოვის მფარველობის ქვეშ. რაც შეეხება ზოგადად იმ მოვლენებში კიტოვანის როლს, სამწუხაროდ, მან მართლაც საბედისწერო როლი ითამაშა საქართველოს უახლეს ისტორიაში.

- აფხაზები დღესაც ხშირად გვაყვედრიან «კიტოვანისა და მისი ხალხის მიერ აფხაზეთში ჩადენილ სისასტიკეს“...

- მართალი გითხრათ, როცა ამ კუთხით საუბრობენ კიტოვანზე, ჯაბა იოსელიანზე, ეს ყველაფერი გადაჭარბებულია. რასაკვირველია, ჩვენ კრიმინალი ვერ აღვკვეთეთ, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ვეცადეთ, ბევრჯერ გამოვცვალეთ კომენდანტები ქალაქში... თუმცა აქ ძალიან მნიშვნელოვანია ერთი რამ:ჩვენ ეთნიკური ნიშნით არავინ დაგვიხოცავს. გენოციდზე შეიძლება საუბარი, როდესაც შენ სწორედ ეთნიკური ნიშნით გამოგყავს ადამიანები და ხვრეტ, ჩვენ კი ასეთი ფაქტები ნამდვილად არ გვაქვს.აფხაზები ამბობენ, რომ ეთნიკური ნიშნით ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტები არსებობდა, მაგრამ კატეგორიულად ვაცხადებ, რომ სოხუმში, გულრიფშში, სადაც მე ვტრიალებდი, მსგავსი ფაქტები არ ყოფილა. მაროდიორობა სხვა რამეა.

შემდგომში ედუარდ შევარდნაძე ამბობდა, კიტოვანს აფხაზეთში რკინიგზის დასაცავად შესვლისასბრძანება ჰქონდა მიცემული, დასახლებულ პუნქტებში არ შესულიყო, თუმცა მან ეს ბრძანება უგულებელჰყო...

დიახ, ხშირად იმეორებდა შევარდნაძე ამას, «ჯარი შევიყვანეთ, მაგრამ ეს ჯარი დასახლებულ პუნქტებში არ უნდა შესულიყოო»... ეს ძალიან სუსტი არგუმენტია: უბრლოდ შეუძლებელია, ოჩამჩირეში ჯარი რკინიგზის დასაცავად შეიყვანო და ის არ მოხვდეს დასახლებულ პუნქტში, - რკინიგზა ხომ ოჩამჩირს ცენტრზე გადის! ანალოგიური მდგომარეობაა სოხუმი, გალში, გულრიფშში – ფაქტობრივად ყველგან...

აქ სხვა რამ უნდა გაკეთებულიყო: როგორც უკვე ვთქვი, შევარდნაძეს და არძინბას უნდა გაეფორმებინათ ერთობლივი დოკუმენტი, საჯაროდ უნდა გამოსულიყვნენ ტელევიზიით და აეხსნათ ხალხისთვის ჯარის შემოყვანის აუცილებლობა, თან დაგეგმილ ოპერაციაში ქართველებთან ერთად აფხაზებსაც უნდა მიღოთ მონაწილეობა.

- სტანისლავ ლაკობა ამასწინანდელ ინტერვიუში გამოთქვამს ვარაუდს, რომ შევარდნაძე ორმაგ თამაშს თამაშობდა: დსთ-ში შესვლას თავს არიდებდა, საქართველო დასავლეთისკენ მიჰყავდა, მაგრამ სურდა, ეს რუსეთის, კერძოდ ელცინის ხელით გაეკეთებინა. მისივე თქმით, კონფლიქტის საწყის ეტაპზე რუსეთმა მხარი დაუჭირა კიდეც საქართველოს ხელისუფლებას და არა აფხაზებს, მაგრამ როდესაც შევარდნაძე ელცინისგან მხარდაჭერის მიღების შემდეგ გაეროში სიტყვით გამოვიდა და რუსეთს მძიმე ბრალდებები წაუყენა, ეს ქართულ–რუსულ ურთიერთობებში გარდამტეხ მომენტად იქცა და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო რუსეთმა აფხაზებისთვის დახმარების გაწევა. თქვენ რა მოსაზრება გაქვთ ამასთან დაკავშირებით?

არსებობს 1992 წლის 3 სექტემბრის შეთანხმება, რომელიც აფხაზმა სეპარატისტებმა იმთავითვე აღიქვეს, როგორც მათ მიმართ მოღალატური (ლაკობა თავის ამასწინანდელ ინტერვიუში ამას ხაზს უსვამს). მართლაც, იმ დოკუმენტში ფაქტობრივად დადასტურდა აფხაზეთში საქართველოს შეიარაღებული შენაერთების შეყვანის ლეგიტიმურობა და მიზანშეწონილად ჩაითვალა მათი ერთი ნაწილის დატოვება აფხაზეთში წესრიგის დასამყარებლად. რაც მთავარია, აღიარებულ იქნა, რომ აფხაზეთი არის საქართველოს ნაწილი. თანაც ამ დოკუმენტს ხელს აწერდნენ ორი სახელმწიფოს – რუსეთისა და საქართველოს ლიდერები ბორის ელცინი და ედუარდ შევარდნაძე, ხოლო დანარჩენები (მათ შორის ვ. არძინბა) მას უბრალოდ ადასტურებდნენ საკუთარი ხელმოწერით. ერთი სიტყვით, ამ ეტაპზე ბ. ელცინი, მართლაც, მკაფიოდ აღიარებდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ს. ლაკობა სწორედ ამას უსვამს ხაზს და მე მის ამ დასკვნას ვიზიარებ.

მაგრამ საბოლოო ჯამში, რუსებმა აფხაზები არჩიეს და ამას ბ. ელცინმა წინააღმდეგობა ვერ (თუ არ) გაუწია. და ეს ბუნებრივიცაა: ვინ იყვნენ აფხაზები რუსებისთვის? – რუსეთზე, საბჭოთა კავშირზე მეოცნებენი, საქართველო კი – მთავარი მეამბოხე, საბჭოთა კავშირის დაშლის ერთგვარი „მედროშე“. სწორედ ამას ვერ ჰპატიობდნენ საქართველოს, 9 აპრილს ვერ პატიობდნენ ჩვენს ხალხს. ზოგადად, მოსკოვში ანტქართული მუხტი იყო და ამ მუხტმა, საბოლოო ჯამში, გაიმარჯვა კიდეც.

- და შევარდნაძის მიერ მოსკოვსა და დასავლეთს შორის ლავირების თაობაზე მოსაზრებას თუ ეთანხმებით?

მე მაინც მგონია, რომ შევარდნაძე დაიბნა. მან ბოლომდე ვერც ერთი საქმე ვერ მიიყვანა. დღეს ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ საქართველო მაშინვე უნდა შესულიყო დსთ-ში და ამით ბევრ უბედურებას ავიცილებდით. ზემოთნახსენებ ინტერვიუში ლაკობაც აღნიშნავს, რომ ელცინს ამ საქმეში შევარდნაძის გადაბირება უნდოდა... ელცინი მაშინ შევარდნაძესთან მართლაც კარგ ურთიერთობაში იყო, მაგრამ ამ უკანასკნელმა უბრალოდ ვერ გაბედა: აქეთ დამხობილი ხელისუფლების მომხრეები ებრძოდნენ და როგორც კი დსთ-ში შესვლის იდეას გააჟღერებდა, მომენტალურად ჯანყს მიიღებდა, ამდენად მას ხელისუფლების დაკარგვის ეშინოდა. საერთოდაც ბევრი რამ ჩვენმა შიდა დაპირისპირებამ გადაწყვიტა და არაპოპულარული ნაბიჯების შიშმა. არ გამოვრიცხავ, რომ მაშინვე რომ შევსულიყავით დსთ-ში, მართლაც ყოფილიყო შესაძლებელი დამანგრეველი პროცესების თავიდან აცილება. 1993 წლის სექტემბრის კატასტროფის შემდეგ კი ეს ნაგვიანევი იყო. მართალია, რუსეთი პირველი ორი წელი ბევრ რამეს გვპირდებოდა, მაგრამ, საბოლოო ჯამში, არაფერი გაგვიკეთა.

- უახლესი ისტორიის ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენები არც სამართლებრივად და არც პოლიტიკურად არის ჯეროვნად შეფასებული...

- ვერ დაგეთანხმებით. საქართველოს პროკურატურაში 200 ტომი დევს...

- საბრალდებო დასკვნები სადაა?

გასაგებია, მაგრამ ჩვენ აღსრულების მექანიზმი არ გვაქვს. რაც შეეხება 1991-1992 წლის სახელმწიფო გადატრიალებას, ესეც ფაქტობრივად, შეფასებულია, თუმცა არავინ დასჯილა. თქვენ თუ გახსოვთ, მიხეილ სააკაშვილი რომ მოვიდა ხელისუფლებაში, პირველი, რაც გააკეთა, ისიყო, რომ გამოაცხადა საყოველთაო შერიგება. დღეს ჩვენი ქვეყანა ომის რეჟიმშია და არ მიმაჩნია მიზაშეწონილად შიდა დაპირისპირების გაღვივება. მე მაინც მომხრე ვარ, რომ ეს საკითხი ისტორიას დავუთმოთ.

-პარალელი რომ გავალოთ 1990-იანი წლების მოვლენებსა და 2008 წლის აგვისტოს შორისრამსგავსებებსა და განსხვავებებს ხედავთ?

 

 2008 წელს რუსეთმა ცხინვალის რეგიონში ზუსტად იგივე სცენარის განხორციელება სცადაროგორიც 1990-იანებშიაფხაზეთში განახორციელა, მაგრამ ეს არ გამოუვიდა. კრემლმა ამჯერად უბრალოდ ვერ გათვალ, რომ 2008 წლის საქართველო სულ სხვა სახელმწიფო იყო და რომ 1993 წლისგან განსხვავებით, მის შეიარაღებულ ძალებს უკვე შეეძლოთ, გაეწმინდათ სეპარატისტული რეგიონი სეპარატისტი ბანდიტების, ასევე „შემოგზავნილი“ რუსული სამხედრო შენაერთებისგან და აღედგინათ იქ კონსტიტუციური წესრიგი. სწორედ ქართული ჯარის ოპერატიულმა მოქმედებამ და ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ რეალურად დაკარგვის საფრთხემ აიძულა რუსეთის ხელისუფლება, ჩამოეხსნა „მშვიდობისმყოფელის“ ნიღაბი, ფეხქვეშ გაეთელა საერთაშორისო სამართალი, შეეყვანა მეზობელი სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე ყველაზე ბრძოლისუნარიანი 58-ე არმია და ოფიციალურად ჩართულიყო ომში საქართველოს წინააღმდეგ – ანუ, გაეკეთებინა ის, რაც ადრე ბორის ელცინს უბრალოდ „სიგიჟედ“ მიაჩნდა.

 

2008-ში ომი თითქოს წავაგეთმაგრამ რეალურადპოლიტიკურად რუსეთმა სერიოზული მარცხიგანიცადათავიდან ბევრს საუბრობდნენ იმაზერომ არ უნდა გვეპასუხაარ უნდა ჩართულიყოსააკაშვილის ხელისუფლება ამ ომშითუმცა ყირიმის შემდეგ მსგავს საყვედურებს სერიოზულ წრეებშივეღარ მოისმენყირიმში არ უსვრიათარც მიშა [სააკაშვილიყოფილა და რუსეთმა უბრალოდ „მშვიდობიანად აწაპნა“ 40-მილიონიან უკრაინას მისი კუთვნილი რეგიონი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ,2008 წლის აგვისტოში საქართველოს საპასუხო ცეცხლი რომ არ გაეხსნარუსები გაათამაშებდნენსოხუმის 1990-იანი წლების სცენარსდაიკავებდნენ მიმდებარე სოფლებს და გამოაცხადებდნენრომ„აღადგინეს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიული მთლიანობა“. ეს არის და ეს.

 

დღეს უკვე ცხადზე უცხადესია, რომ რუსეთს 2008 წ. აგვისტოს ავანტიურა მთლიანად „ჩაუვარდა“. 2008წლის შემდეგ რუსებს აფხაზეთში ბევრად მეტი პრობლემა აქვვიდრე მანამდე ჰქონდათ. აფხაზეთში XIXს. 70-იანი წლების შემდეგ, როდესაც რუსეთის იმპერიამ მუჰაჯირობა მოუწყო ურჩ აფხაზებს, პირველად გაჩნდა ღია ანტირუსული რიტორიკა, ხოლო რუსები ალაპარაკდნენ აფხაზთა უმადურობაზე.

 

ბრძანებთრომ აფხაზეთში ანტირუსული განწყობები გაჩნდათუმცა ესრა თქმა უნდაარ ნიშნავს,რომ ისინი ხსნას საქართველოში ხედავენ... თქვენ რა პერსპექტივებს ხედავთ?

 

- აფხაზურ საზოგადოებაში, ანალიტიკოსებში, პოლიტიკოსებშიც უკვე გაჩნდა სერიოზულ ეჭვები აფხაზური ნაციონალური სახელმწიფოს „ნათელ“ მომავალზე და ეს - 1993 წლის „აფხაზეთის ხალხის სამამულო ომში“ „ტრიუმფალური გამარჯვების“ 25 წლისთავზე. საუბრობენ იმაზე, რომ აფხაზეთი დღესაც ორი აჩევანის წინაშე დგასან რუსეთიან საქართველო, სხვა ალტერნატივას ისინი ვერ ხედავენ. ეს კი უკვე დამაიდებელია.

საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება რამდენად წარმატებულად სარგებლობს  პროცესებით?

 

- ზოგადადამ მიმართულებით ღიასაჯარო მოქმედებები შეიძლება, დამაზიანებელიც კი იყოს. თუმცა არა მგონია, ხელისუფლებას მაინცდამაინც ბევრი ჰქონდეს დასაკვეხნიერთადერთი გარღვევარომელიცქართულ სახელმწიფოს ნამდვილად აქვს ბოლო 8-10 წლის განმავლობაში, ესაა ჯანდაცვის რეფერალურიპროგრამა, რომელმაც მართლაც უამრავი ჩვენი აფხაზი თანამემამულე შემოაბრუნა საქართველოსკენსხვამიღწევებს მესამწუხაროდვერ ვხედავ.

 

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S