
მადურო აზერბაიჯანშია
25/10/2019 09:51:25 კავკასია, სხვა, მსოფლიო
ნიკოლას მადურო აზერბაიჯანში ჩავიდა. მედია წერს, რომ ის „მიუმხრობლობის მოძრაობის“ სამიტში მიიღებს მონაწილეობას.
აღნიშნული ორგანიზაცია აერთიანებს 120 სახელმწიფოს, რომელთა მიზანია, არ მიიღონ მონაწილეობა სამხედრო ბლოკებში.
„მიუმხრობლობის მოძრაობის“ სამიტში მონაწილეობას მიიღებს 60 ქვეყნის ლიდერი, მათ შორის არის ირანის პრეზიდენტი ჰასან რუჰანი და კუბის ლიდერი მიგელ დიას-კანელი.
სამიტის ფარგლებში განიხილება ავღანეთის და პალესტინის საკითხები და ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტები. ასევე განიხილება ეკონომიკური თემებიც.
სამიტს ბაქოში 450-ზე მეტი ჟურნალისტი გააშუქებს, მათ შორის 250 უცხოელია.