
ფაშინიანმა მხარი დაუჭირა სომხეთ-საქართველო-აზერბაიჯანის ფორმატს
13/12/2022 08:47:44 კავკასია
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს სამხრეთ კავკასიაში შექმნილი ვითარების განხილვის იდეას ერევანს, თბილისსა და ბაქოს შორის, რათა აღმოიფხვრას მტრული რიტორიკა.
„იყო იდეა და, ვფიქრობ, შენარჩუნდა, რომ სამხრეთ კავკასიაში რაღაც ფორმატში დაწყებულიყო დისკუსიები სომხეთს, საქართველოს, აზერბაიჯანს შორის. ეს არ არის ახალი იდეა… მე ყოველთვის მხარს ვუჭერდი მას, მაგრამ მე შევთავაზე ძალიან მნიშვნელოვანი, ფუნდამენტური ფორმულა: ეს პლატფორმა, პირველ რიგში, უნდა იქნას გამოყენებული მტრობის რიტორიკის აღმოსაფხვრელად“, - თქვა ფაშინიანმა გლობალურ ფორუმზე „გენოციდის დანაშაულის წინააღმდეგ“, რომელმაც სტარტი ერევანში აიღო.
მისი აზრით, სახელმწიფოს მეთაურებმა უნდა გააკეთონ ოფიციალური განცხადება თანამშრომლობაზე თანხმობის შესახებ, რათა გამოირიცხოს მტრული რიტორიკა.
მსგავსი ფორმატის შექმნის თაობაზე ინიციატივით ჯერ კიდევ ყარაბაღის ომის მეორე ეპიზოდის შემდეგ გამოვიდა საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. მოგვიანებით, მიმდინარე წლის ოქტომბერში, თბილისში ვიზიტისას აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სამხრეთ კავკასიაში რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
გარდა ამისა, გავრცელდა ცნობები, რომ შესაძლოა, თბილისში გაფორმდეს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულება.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021