Accentnews.ge
ღარიბაშვილი: "ვმუშაობთ ებრაულ კომპანიასთან, რომელიც გამოთქვამს სურვილს, ქუთაისში, პარლამენტის შენობის ბაზაზე შეიქმნას IT–ჰაბი"

ღარიბაშვილი: "ვმუშაობთ ებრაულ კომპანიასთან, რომელიც გამოთქვამს სურვილს, ქუთაისში, პარლამენტის შენობის ბაზაზე შეიქმნას IT–ჰაბი"

12/12/2022 10:31:36 ეკონომიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქუთაისის პარლამენტის შენობის ბაზაზე ახალი IT ჰაბის შექმნაზე მიმდინარეობს მუშაობა.

როგორც ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე თქვა, საკითხთან დაკავშირებით ერთ-ერთ ებრაულ კომპანიასთან თანამშრომლობენ.

„მოგეხსენებათ, ქუთაისის პარლამენტის შენობა არის პრაქტიკულად უფუქნციოდ დარჩენილი. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ იქ IT-ის მიმართულების განვითარებას. ვმუშაობთ ერთ-ერთ ებრაულ კომპანიასთან, რომელიც გამოთქვამს სურვილს, პარლამენტის შენობის ბაზაზე შეიქმნას ახალი IT ჰაბი, არა მხოლოდ ტექნოლოგიური ჰაბი, რომელიც მოიზიდავს, დაასაქმებს IT-ის სფეროში მომუშავე ახალგაზრდებს, ქართველ სტუდენტებს, ახალგაზრდებს ხელს შეუწყობს განვითარებაში. აქაც რამდენიმე ათეული მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. რა თქმა უნდა, ქუთაისის უნივერსიტეტი შეიძლება იყოს ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი ამ პროექტში “, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S