
დეგნანი: "რამდენიმე გლობალური კვალიფიცირებული საპორტო ოპერატორია, რომელმაც დაინტერესება გამოთქვა ანაკლიის პორტით"
28/11/2022 10:36:18 პოლიტიკა, ეკონომიკა
აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი აცხადებს, რომ რამდენიმე გლობალური კვალიფიცირებული საპორტო ოპერატორია, რომელმაც დაინტერესება გამოთქვა ანაკლიის პორტით.
"როგორც ვიცი, რამდენიმე გლობალური კვალიფიცირებული საპორტო ოპერატორია, რომელმაც დაინტერესება გამოთქვა ანაკლიის პორტით და მთავრობა მომავალი წლის დასაწყისში ტენდერის გამოცხადებას აპირებს. ვფიქრობთ, ანაკლია ძალიან დიდ წვლილს შეიტანს საქართველოს ეკონომიკაში, ასევე შექმნის სამუშაო ადგილებს ამ რეგიონში და მის მიღმა. ასე რომ, ჩვენ ვრჩებით ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების დიდ მხარდამჭერად, რომელიც უნდა განხორციელდეს ისე, რომ საქართველოს საუკეთესო ინტერესებს შეესაბამებოდეს და დაიცავს საქართველოს კრიტიკულ ინფრასტრუქტურას“, – განაცხადა დეგნანმა.
მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ აშშ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მტკიცე მხარდამჭერია:
„აშშ წლებია, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მტკიცე მხარდამჭერია, რადგან მიგვაჩნია, რომ ის შეიძლება, იყოს მნიშვნელოვანი კონტრიბუცია საქართველოს შავი ზღვისკენ ორიენტაციისთვის. ახლა ყველა ვხედავთ, რომ ანაკლიის პორტი შარშან რომ დასრულებულიყო, როგორც თავდაპირველად იყო დაგეგმილი, ეს იქნებოდა უდიდესი წვლილი საქართველოსთვის, რადგან საქართველო ავითარებს თავის როლს ცენტრალური აზიიდან ევროპაში ტვირთების გადაზიდვაში".
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021