
აზერბაიჯანი საქართველოს გავლით ელექტროენერგიის ექსპორტს გეგმავს
24/10/2022 10:41:59 კავკასია
აზერბაიჯანი საქართველოს გავლით ელექტროენერგიის ექსპორტს გეგმავს,– ამის შესახებ აზერბაიჯანს პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ–მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში აზერბაიჯანი აპირებს, მისი ბუნებრივი აირის ექსპორტი ევროპის მიმართულებით. ჩვენ ამის საშუალება გვაქვს და ვაპირებთ, 2027 წლისთვის ვაპირებთ, ევროპაში ექსპორტზე თითქმის 20 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი. ამასობაში, ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის მილსადენი კიდევ უფრო დაიტვირთება და გვინდა, გამოვიყენოთ ბაქო–სუფსის ტერმინალი. ვიცი, რომ ახლა ქმედით მდგომარეობაში არაა, მაგრამ გვინდა, დავტვირთოთ. ახალი პროექტები ასევე ითვალისწინებს ელექტროენერგიის მიმართულებით ინიციატივებს. აზერბაიჯანი აპირებს, საერთაშორისო ბაზრებზე გაიტანოს ელექტროენერგია. რა თქმა უნდა, ჩვენი მარშრუტი აუცილებლად გაივლის საქართველოს. 10 გიგავატია ჩვენი შესაძლებლობები განახლებადი ენერგიის კუთხით და კასპიის ზღვის გავლით გვაქვს საშუალება 157 გიგავატი გავიტანოთ ექსპორტზე. ეს საერთაშორისო პროგნოზებით დადგენილი მაჩვენებელია. ეს ახალი სამიზნე მაჩვენებელი იქნება. ვფიქრობთ, რომ ამ და სხვა მიმართულებებით საქართველო და აზერბაიჯანი წარმატებით ითანამშრომლებენ, ჯამში გაიზრდება ჩვენი თანამშრომლობა, ჩვენი ენერგოდერეფნების პოტენციალი“,– განაცხადა ალიევმა.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021