Accentnews.ge
მოსკოვში, სერიოზული მარცხის შემდეგ, „განტევების ვაცის“ ძებნა დაიწყეს – სამხედრო ექსპერტი

მოსკოვში, სერიოზული მარცხის შემდეგ, „განტევების ვაცის“ ძებნა დაიწყეს – სამხედრო ექსპერტი

03/10/2022 10:40:05 კომენტარი

მოსკოვში, მათ შორის პოლიტიკურ და სამხედრო ხელმძღვანელობაში დაიწყეს „განტევების ვაცის“ ძებნა,– ამგვარად ეხმიანება რუსი სამხედრო ექსპერტი და პოლიტოლოგი იური ფიოდოროვი „Настоящее Время“–სთან რუსი „პატრიოტების“ მხრიდან რუსეთის არმიის სარდლობის ღია კრიტიკას ლიმანიდან უკან დახევის შემდეგ.

ფიოდოროვი ფიქრობს, რომ კრემლის ლიდერი ვლადიმირ პუტინი კრიტიკის გენერალიტეტზე გადამისამართებას ცდილობს:

„ეს [კრიტიკა] გარდაუვალი შედეგია იმისა, რომ სამხედრო მდგომარეობით რუსეთმა სერიოზული მარცხი განიცადა ხარკოვის რეგიონში და ლიმანთან, რომლის მიტოვებაც და სამხედროების საჩქაროდ ევაკუაცია მოუხდათ (კიდევ არ არის გარკვეული, რამდენმა ადამიანმა მოახერხა გადარჩენა). მაგრამ მთავარი სხვა რამაა: ერთის მხრივ, არსებობს ამგვარი ალტერნატივა, რომ ყველა მარცხში არაკომპეტენტური გენერლები არიან დამნაშავე. ხოლო მეორე – დამნაშავეა პრეზიდენტი პუტინი, რომელმაც, როგორც ბევრი ამბობს, სამხედრო მოქმედებების ხელმძღვანელობა საკუთარ თავზე აიღო. ცხადია, პუტინი თავს და სხვებსაც ვერ მისცემს უფლებას, მისი პირადი პასუხისმგებლობის საკითხი დააყენოს რუსული არმიის მარცხის გამო. და თუ გრძელვადიან პერსპექტივაში გავხედავთ, რუსეთის არმიის მარცხი პუტინისთვის არა მხოლოდ პოლიტიკური სიკვდილია, არამედ, არ არის გამორიცხული თავისუფლების დაკარგვაც, როგორც ამაზე ბევრი საუბრობს. ამ ვითარებაში დამნაშავის მოძებნაა საჭირო და პუტინი კრიტიკის გენერალიტეტისკენ გადამისამართებას ცდილობს, რომ ომი კარგად იყო ჩაფიქრებული, მაგრამ არაკომპეტენტურმა გენერლებმა ვერ შეძლეს გეგმის აღსრულება. სწორედ ამიტომაც, ხალხმა პუტინის ახლო გარემოცვიდან, მათ შორის კადიროვმა დაიწყო საუბარი, რომ დროა, გენერლები შეიცვალონ. აი, გენერლები როგორ ირეაგირებენ, ეს ჯერ კიდევ კითხვაა: თავად გენერლები ამბობენ, რომ „ეს ომი სხვაგვარად უნდა წარმართულიყოო“. რაც პირდაპირი მინიშნებაა, რომ გენერლები და ხალხი, რომლებიც მათ ხედვებს იზიარებს, მზადაა, თავი დაიცვან, რადგან, ერთის მხრივ, საუბარია რუსული არმიის ათეულობით მაღალჩინოსნის პირად ბედზე, ხოლო მეორეს მხრივ – პუტინის და შესაძლოა, კიდევ რამდენიმე ადამიანის, ვინც პასუხისმგებელია ომის წარუმატებლობაზე და რომ მარცხის პერსპექტივა სულ უფრო რეალური ხდება“.

შაბათს დონეცკის ოლქის ლიმანის დასახლების დეოკუპაციის შესახებ გახდა ცნობილი. მას შემდეგ ხარკოვსა და ხერსონში რამდენიმე დასახლებული პუნქტის გათავისუფლების შესახებ განაცხადეს უკრაინელებმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S