Accentnews.ge
როდის და როგორ მოიშორებენ კადიროვს: რუსეთის ფედერაციაში რესპუბლიკების ლიკვიდაციის სცენარები

როდის და როგორ მოიშორებენ კადიროვს: რუსეთის ფედერაციაში რესპუბლიკების ლიკვიდაციის სცენარები

27/02/2019 15:07:08 კავკასია

ნაწილი I

რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ეროვნული რესპუბლიკების ლიკვიდაციის შესაძლებლობა სულ უფრო მკაფიო კონტურებს იძენსმოვლენათა მსგავსი სცენარით განვითარებას ვრცელ მასალაში ინტერნეტ-რესურსი “Кавказ.Реалии” განიხილავს და საფუძვლად ამის ხელშემწყობ რამდენიმე ფაქტორს ასახელებს:

ფაქტორი №1.  საზოგადოებრივი აზრი და მედია, მთლიანობაში, ეროვნული რესპუბლიკების არსებობის წინააღმდეგაა განწყობილი:

ასოციაციები მარტივია: “რესპუბლიკები – ესაა სსრკ-ის დაშლაელცინისეული “აიღეთ იმდენი სუვერენიტეტი, რამდენიც გინდათ”-ის მემკვიდრეობაეთნოკრატიარამზან კადიროვის სახერუსების უფლებების შელახვასეპარატისტული განწყობებისაფრთხე რუსეთის ეროვნული უსაფრთხოებისა და რუსული სამყაროსთვის”..რესპუბლიკების შემთხვევაში კორუფციისა და კლანურობის საერთო რუსული პრობლემები ეთნიკურ შეფერილობას იძენსამას ემატება თანამედროვე რუსული საზოგადოების სამშობიარო ტრავმა — სსრკ-ის ეროვნულ-ტერიტორიული ნიშნით დაშლაორი ჩეჩნური ომიყოფილ მოკავშირე რესპუბლიკებთან კონფლიქტებიუკრაინული “ქეისი”...

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, ეროვნული რესპუბლიკების მოწინააღმდეგეთა ხმები სულ უფრო ხმამაღლა ისმის, რესპუბლიკური სახელმწიფოებრიობის მხარდამჭერთა კი ფედერალურ მედიამდე ვერ აღწევს:

რუსული საზოგადოება, რომლის 80% რესპუბლიკებში არ ცხოვრობს, თავის უმრავლესობაში გულწრფელად ვერ იგებს, რა საჭიროა ეროვნული რესპუბლიკები, რატომ უნდა ჰქონდეთ თათრებს ან ჩეჩნებს საკუთარი სახელმწიფოები ერთი დიდი სახელმწიფოს შიგნით... და მათ ამას არავინ უხსნით. ამასთან, საჭიროების შემთხვევაში საკითხი შეიძლება, (ოლქის ან მხარის) ხმათა მარტივი ტექნიკური უმრავლესობით გადაიჭრას”.


 

ფაქტორი №2. რუსეთის ხელმძღვანელობა რესპუბლიკების არსებობას განსაზღვრავს “ბოროტებად,რომელსაც იგი ჯერ-ჯერობით იძულებულია, შეეგუოს”.

ასე, მაგალითად, პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი რესპუბლიკებს აფასებს ბომბადრომელიც სახელმწიფოს საძირკველში ბოლშევიკებმა ჩადესლენინის ისტორიულ შეცდომადდა ეს იდეოლოგემა ძალას იკრებს” - აღნიშნავს სტატიის ავტორი.

ფაქტორი № 3. რესპუბლიკები აღარ წარმოადგენენ მნიშვნელოვან პოლიტიკურ ძალასროგორიც იყვნენ 1990-იანების დასაწყისში.

სახელწოდება “რესპუბლიკები” დენომინირებულია და ფაქტობრივად, დაკარგა თავისი მნიშვნელობაეს სტატუსი არ იძლევა არანაირ პრივილეგიებს ან რაიმე განსაკუთრებულ უფლებებსრესპუბლიკებს ფაქტობრივად, არ გააჩნიათ საკუთარი მედიური, პოლიტიკური ლობი (ნუ აგვერევა ეკონომიკურში!),ფედერალურ დონეზე მეტ-ნაკლებად ცნობილი ექსპერტებიარც ერთ პოლიტიკურ პარტიასმოძრაობას არ ადარდებს რესპუბლიკების შენარჩუნების საკითხებირუსეთში მხოლოდ ორი რესპუბლიკის ხელმძღვანელებს გააჩნიათ წონადი ფედერალური ავტორიტეტი (რომლის მეშვეობითაც მათი რესპუბლიკები დამატებით პოლიტიკურ წონას იძენენ), მათი წასვლის ან ნიველირების შემთხვევაში კი რესპუბლიკების ლიკვიდაციის პროცესი მნიშვნელოვნად მარტივდება” - აღნიშნულია სტატიაში.

ფაქტორი №4. კონსტიტუციის შეცვლისაკენ მოწოდებები უკვე არა მარტო პოლიტიკური მასხარებისგან,არამედ ქვეყნის უმაღლესი ხელმძღვანელობის წარმომადგენლებისგანაც გაისმის:

ვლადიმირ პუტინისთვის იმ საკონსტიტუციო მექანიზმის მზადების პარალელურად, რომელიც მას ხელისუფლებაში განუსაზღვრელი ვადით დარჩენის შესაძლებლობით უზრუნველყოფსჩნდება რუსეთის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის შეცვლის, რესპუბლიკების ლიკვიდაციისა (თუმცა რესპუბლიკების ლიკვიდაცია ფედერაციის შენარჩუნების შემთხვევაშიც არის შესაძლებელი) და, შესაძლოა, ფედერალური მოწყობის უნიტარულით საბოლოოდ შეცვლის შესანიშნავი შესაძლებლობაც” -წერს ავტორი.

ფაქტორი №5 - გეოპოლიტიკური: საერთაშორისო იზოლაციას, სანქციებს მოაქვს ისრომ რუსეთი სულ უფრო მეტად იგნორირებს საერთაშორისო სამართალსმსოფლიო თანამეგობრობისა და მსხვილი ეროვნული დიასპორების (ჩერქეზულის, ჩეჩნურის, თათრულის და ა.შ.) აზრს ე.წ. ეროვნულ საკითხებში.

თუ 2006 წელს ჩერქეზულმა დიასპორამ შეძლო, ადიეს ლიკვიდაციის პროცესი შეეჩერებინაახლა ეს გაცილებით რთული შეიძლება, აღმოჩნდესბელორუსიასა და ყაზახეთთან დეზინტეგრაციის ტენდენცია ასევე ხსნის კიდევ ერთ წინაღობას რესპუბლიკების ლიკვიდაციისთვის” - ნათქვამია სტატიაში.

ფაქტორი №6.  ეროვნული პოლიტიკის ლოგიკა:

საერთორუსული სამოქალაქო იდენტობის იდეის ფორსირებული ლობირება და რესპუბლიკურ იდენტობასთან დაპირისპირებარუსული კულტურული კოდისა და რუსული ენის აღმატებულობის აღიარებარუსული მართლმადიდებლობის ერთადერთ სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებარუსების მონოეროვნული სახელმწიფოს მშენებლობის სურვილიასევე “დიადდერჟავული” რიტორიკის ზოგადი მომძლავრებანებისმიერი განსხვავებულის მიუღებლობაისლამოფობიაქსენოფობია... - ეს ყველაფერი რუსეთის ფერედაციის კონსტიტუციაში ჩადებულ ფუნდამენტურ პრინციპს – თავისი რესპუბლიკების ფარგლებში მსხვილი ეთნოსების ეროვნული თვითგამორკვევის უფლებას ნიველირებსდა აქვეეროვნულ რესპუბლიკებში რუსული ფაქტორის (კაზაკები, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია, რუსულენოვანი მშობლების უკმაყოფილო თანამეგობრობები, რომელთაც შეუძლიათ, ერთიან ფრონტად გაილაშქრონ ადგილებზე რესპუბლიკების არსებობის წინააღმდეგ” - განმარტავს ავტორი.

ფაქტორი №7.  რუსეთის ამჟამინდელი ადმინისტრაციული დაყოფისთვის ალტერნატივის გამოჩენა საქალაქო აგლომერაციებისა და ფედერაციის სუბიექტების გამსხვილების სხვა პროექტების სახით.

ავტორს აქ ადიღეს რესპუბლიკის მაგალითი მოჰყავს, რომელიც სადღეისოდ რუსეთის ფედერაციის სივრცობრივი განვითარების სტრატეგიის ფარგლებში უკვე შეყვანილია კრასნოდარის აგლომერაციაში.

ფაქტორი №8. თავად რესპუბლიკების რეალური პრობლემები:

ბევრი მათგანი რუსეთის ფედერაციის სუბიექტების სოციალურ-ეკონომიკური რეიტინგის ბოლოში იმყოფება და რუსეთისთვის ეკონომიკურ მუხრუჭად მიიჩნევა” - განმარტავს ავტორი.

ფაქტორი №9. 9 რესპუბლიკაში (კარელიაჰაკასიამორდოვიამარი ელიჩუვაშეთიუდმურთეთიკომი,ალტაიასევე ანექსირებული ყირიმიეროვნული ფაქტორი იმდენად სუსტია, რომ ადგილობრივი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, დიდი ალბათობითრესპუბლიკების ლიკვიდაციის წინააღმდეგი არ იქნება.

ამ რესპუბლიკების საზოგადოებრიობის თანხმობას დანარჩენებს მოუყვანენ მაგალითადგარდა ამისა, 4 რესპუბლიკაში (დაღესტანი, ყაბარდო-ბალყარეთი, ყარაჩაი-ჩერქეზეთი, ბაშკირეთი) არსებობს სერიოზული წინააღმდეგობები ძირითად ეთნოსებს შორისრომელიც შეიძლება, გამოყენებულ იქნას რესპუბლიკების ლიკვიდაციის პროცესშიამავდროულად, ეთნოდაპირისპირებები არ გამორიცხავს საერთოკავკასიური იდენტობის ქონასრომელიც შეიძლება, (გაუქმებული რესპუბლიკების სანაცვლოდ) ჩრდილოეთკავკასიური მხარის ჩამოყალიბებისთვის და მისი “გენერალ-გუბერნატორისთვის” დაქვემდებარებისთვის იქნას გამოყენებული. ამ უკანასკნელად კი შესაძლოა, მოგვევლინოსავტორიტეტული რამზან კადიროვიმის მიერ რესპუბლიკების ლიკვიდაციის იდეის მხარდაჭერა შესაძლოა, გადამწყვეტი მნიშვნელობის ფაქტორად იქცესისე, როგორც სახელწოდება ”პრეზიდენტის” ლიკვიდაციის დროს მოხდა” - წერს ავტორი.

ფაქტორი №10. ეროვნული რესპუბლიკების ელიტები ძალზე მოწყვლადი არიან, ე.წ. დაღესტნური “ქეისისგან” დაზღვეული არავინაა, ამიტომაც რესპუბლიკების ლიკვიდაცია შესაძლოა, მათი მდუმარე თანხმობით განხორციელდეს:

პირადი გადარჩენა, დიდი ალბათობით, მაინც გადაწონის ეროვნულ იდეალებსთანაც, სახელმწიფო სათათბიროსა და ფედერაციის საბჭოს დამჯერე დეპუტატები რესპუბლიკებიდანმართული პარლამენტები ადგილებზე ადვილად შეძლებენ ფედერალური ცენტრის ნებისმიერი გადაწყვეტილების “დაშტამპვას”რესპუბლიკების უმაღლესი ხელმძღვანელობების, სადეპუტატო კორსუსის ქცევა ენობრივი კონფლიქტისას მხოლოდ მორიგი დასტურია საკუთარი სახელმწიფოებრიობის ადვილად დათმობის შესაძლებლობის რეალურობისა” - ასკვნის ავტორი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S