Accentnews.ge
„ძალიან შეშფოთებული ვარ, ამ გამოსვლის შემდეგ ევროპულ პერსპექტივაზეც უარი არ გვითხრან! ეს მართლაც დაქცევა იქნება საქართველოსთვის!“

„ძალიან შეშფოთებული ვარ, ამ გამოსვლის შემდეგ ევროპულ პერსპექტივაზეც უარი არ გვითხრან! ეს მართლაც დაქცევა იქნება საქართველოსთვის!“

22/06/2022 15:25:24 კომენტარი

ახლა მართლაც ძალიან შეშფოთებული ვარ, არ მოხდეს ისე, რომ ამ გამოსვლის შემდეგ საერთოდ ევროპულ პერსპექტივაზეც უარი გვითხრან“,– ასე ეხმიანება „სამოქალაქო ინიციატივების და ინოვაციების ცენტრის თავმჯდომარე“ ხათუნა ლაგაზიძე პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ პარლამენტში გაკეთებულ განცხადებებს, სადაც მთავრობის საქმიანობის შესახებ ანგარიშით უნდა წარმდგარიყო. პრემიერმა სიძულვილის ენა გამოიყენა ოპონენტების მისამართით, ოპოზიცია დაადანაშაულა ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებაში, მათ შორის, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით და განაცხადა ისიც, რომ ქვეყანა დაიჩაგრა, რადგან დღეს აქ ომი არ არის“.

ლაგაზიძის აზრით, ისე როგორც არასდროს ბოლო საუკუნის განმავლობაში, დღეს საქართველოს ბედი ევროპელ პარტნიორებზეა დამოკიდებული.

„ახლა მართლაც ძალიან შეშფოთებული ვარ, ისე არ მოხდეს, რომ ამ გამოსვლის შემდეგ ევროპულ პერსპექტივაზეც უარი გვითხრან! ეს მართლაც დაქცევა იქნება საქართველოსთვის! წარმოუდგენელი მასშტაბის უბედურება: ქვეყნის ღიად, პირდაპირ, ოფიციალურად რუსეთისთვის გადაბარება. ამდენად, საქართველოს ბედი ალბათ ისე, როგორც არასდროს, განსაკუთრებით ბოლო ერთი საუკუნის განმავლობაში, დასავლეთის კეთილგონიერებაზე კიდია, რომ არ გაგვიშვებენ ხელს და რუსულ მორევში არ გადაგვაგდებენ, მხოლოდ ამის იმედი დაგვრჩა, იმდენად გამაოგნებელი იყო, რაც დღეს ვისმნეთ“,– განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ თემის კომენტირებისას „პალიტრანიუსის“ ეთერში.

შეგახსენებთ, რომ ევროკომისიამ უკრაინასა და მოლდოვასთან განსხვავებით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისაღებად გარკვეული წინაპირობების განსაზღვრის და პერსპექტივის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. პირობები ეხება კონკრეტულ რეფორმებს, მათ შორს დეპოლარიზაციას და დეოლიგარქიზაციას.

ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებებს აბსურდული, შეურაცხმყოფელი და შემაშფოთებელი უწოდა საქართველოს პრეზიდენტმაც.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S