
დეზინფორმაციული ნარატივები უკრაინის ომის შესახებ საქართველოში, 23-29 მაისი
20/06/2022 11:53:38 სხვა, მითები და რეალობა
ანგარიში მომზადდა „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“(GRASS) მიერ „პარტნიორობა ღია ინფორმაციისთვის“ (Open Information Partnership (OIP)) მხარდაჭერით. ანგარიშში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორებს და შესაძლოა არ გამოხატავდეს OIP-ის პოზიციებს.
მიმდინარე გამოცემის თემები:
- ჯვაროსნული ლაშქრობა ნაციზმის წინააღმდეგ გრძელდება
- კრემლის ლინზით დანახული სამხედრო სიტუაცია
- დეზინფორმაციული გზავნილები უკრაინელი ლტოლვილების შესახებ
- რუსული პროპაგანდისთვის დასავლური საქნციები, რა თქმა უნდა, არ მუშაობს
- საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში გავრცელებული დეზინფორმაციული გზავნილები
- უკრაინის მიღმა და საქართველოში ომის გავრცელების საფრთხით საზოგადოებაში შიშის გაღვივება
- პროპაგანდისტული ნარატივები უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შესახებ
- ნეიტრალიტეტი - რუსეთის პროპაგანდის მუდმივი ახირება საქართველოში
- ყურადღება, ლაპარაკობს მოსკოვი! - რუსული დეზინფორმაცია Facebook-სა და Instagram-ზე
დაიჯესტი სრულად იხილეთ აქ.
„GRASS-ის დეზინფორმაციის ბრიფი - პუტინის ომი უკრაინაში“ - უკრაინაში პუტინის ომთან დაკავშირებით საქართველოში გავრცელებული რუსული დეზინფორმაციისა და პროპაგანდის მონიტორინგის შესახებ ყოველკვირეული საინფორმაციო ბიულეტინი. „GRASS-ის დეზინფორმაციის ბრიფი“ მომზადებულია „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ გუნდის მიერ „პარტნიორობა ღია ინფორმაციისთვის“ (Open Information Partnership – OIP) მხარდაჭერით და მიზნად ისახავს მკითხველს კრემლის დეზინფორმაციის მიერ საქართველოში გავრცელებული გზავნილების მონიტორინგი და ანალიზი მიაწოდოს. საინფორმაციო ბიულეტინი მოიცავს შემდეგ საკითხებს: უკრაინაში არსებული სამხედრო სიტუაციის შესახებ რუსეთის საინფორმაციო მანიპულაციები, მოსკოვის მცდელობები გაამართლოს უკრაინაში წარმოებული არაპროვოცირებული შეჭრა, ყალბი ნარატივები რუსეთზე დაწესებული ეკონომიკური სანქციებისა და უკრაინისადმი გაწეული სამხედრო დახმარების შესახებ. ამასთან, „GRASS-ის დეზინფორმაციის ბრიფში“ ყურადღება გამახვილებულია რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში და ასევე, საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებში გავრცელებულ პროპაგანდასა და დეზინფორმაციაზე.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021