
დეზინფორმაციული ნარატივები უკრაინის ომის შესახებ საქართველოში, 16-22 მაისი
20/06/2022 11:49:28 სხვა, მითები და რეალობა
ანგარიში მომზადდა „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“(GRASS) მიერ „პარტნიორობა ღია ინფორმაციისთვის“ (Open Information Partnership (OIP)) მხარდაჭერით. ანგარიშში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორებს და შესაძლოა არ გამოხატავდეს OIP-ის პოზიციებს.
მიმდინარე გამოცემის თემები:
- რუსეთის „ჯვაროსნული ლაშქრობა“ უკრაინაში ნაციზმის წინააღმდეგ
- კრემლის ლინზით დანახული სამხედრო სიტუაცია
- პროპაგანდისტული ნარატივები ეკონომიკური სანქციების შესახებ
- ეთნიკურ უმცირესობებსა და სხვა რეგიონებში გავრცელებული დეზინფორმაცია და პროპაგანდა
- უკრაინის მიღმა და საქართველოში ომის გავრცელების საფრთხით საზოგადოებაში შიშის გაღვივება
- პროპაგანდისტული ნარატივები უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შესახებ
- საქართველოს პროდასავლური პოლიტიკის ალტერნატივები - საქართველოს თუ კრემლის ინტერესების შესრულების საშუალება?
- ყურადღება, ლაპარაკობს მოსკოვი - რუსული დეზინფორმაცია Facebook-სა და Instagram-ზე: 16-22 მაისი
სრული დაიჯესტი იხილეთ აქ.
„GRASS-ის დეზინფორმაციის ბრიფი - პუტინის ომი უკრაინაში“ - უკრაინაში პუტინის ომთან დაკავშირებით საქართველოში გავრცელებული რუსული დეზინფორმაციისა და პროპაგანდის მონიტორინგის შესახებ ყოველკვირეული საინფორმაციო ბიულეტინი. „GRASS-ის დეზინფორმაციის ბრიფი“ მომზადებულია „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ გუნდის მიერ „პარტნიორობა ღია ინფორმაციისთვის“ (Open Information Partnership – OIP) მხარდაჭერით და მიზნად ისახავს მკითხველს კრემლის დეზინფორმაციის მიერ საქართველოში გავრცელებული გზავნილების მონიტორინგი და ანალიზი მიაწოდოს. საინფორმაციო ბიულეტინი მოიცავს შემდეგ საკითხებს: უკრაინაში არსებული სამხედრო სიტუაციის შესახებ რუსეთის საინფორმაციო მანიპულაციები, მოსკოვის მცდელობები გაამართლოს უკრაინაში წარმოებული არაპროვოცირებული შეჭრა, ყალბი ნარატივები რუსეთზე დაწესებული ეკონომიკური სანქციებისა და უკრაინისადმი გაწეული სამხედრო დახმარების შესახებ. ამასთან, „GRASS-ის დეზინფორმაციის ბრიფში“ ყურადღება გამახვილებულია რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში და ასევე, საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებში გავრცელებულ პროპაგანდასა და დეზინფორმაციაზე.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021