Accentnews.ge
"გაზპრომი" მორიგ პროპაგანდისტულ მანიპულაციაში ამხილეს

"გაზპრომი" მორიგ პროპაგანდისტულ მანიპულაციაში ამხილეს

04/05/2022 08:35:42 ევროპა, მითები და რეალობა

უკრაინაში რუსეთის აგრესიის ფონზე "გაზპრომი" ბუნებრივი აირის ბაზარზე ვითარებით მანიპულირების მცდელობებს არ წყვეტს. უკრაინის "ნაფტოგაზ-უკრაინის" ექს-ხელმძღვანელმა ანდრეი კობოლოვმა რუსული სახელმწიფო ენეროგიგანტი მორიგ სადეზინფორმაციო-პროპაგანდისტულ მანიპულაციაში ამხილა და განაცხადა, რომ "გაზპრომის" მტკიცება, თითქოს პოლონეთს რუსულ გაზზე უარი არ უთქვამს და მას რევერსით გერმანიიდან იღებს, მტკნარი სიცრუეა.

"დიახ, პოლონელები, ისევე, როგორც თავის დროზე ჩვენ, გაზს რევერსით ევროპიდან იღებენ მოცულობების შესავსებად, მაგრამ ევროპაში მთელი გაზი რუსული როდია - ეს მტკნარი სიცრუეა! პოლონეთი ევროპაში ყიდულობს გაზს, როლის მხოლოდ უმცირესი ნაწილია რუსული", - განმარტა მან.

მარტის ბოლოს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დასავლეს რუსული გაზის საფასურის რუბლში გადახდა მოსთხოვა, თუმცა უარი მიიღო. აპრილის ბოლოს კი რუსეთმა გამოაცხადა, რომ ამის გამო პოლონეთსა და Россия объявила о приостановлении постаბულგარეთს გაზის მიწოდებას უწყვეტს. ევროკომისიამ მოსკოვის ეს ნაბიჯი იმის მორიგ მტკიცებულებად შეაფასა, რომ რუსეთი არასანდო პარტნიორი და შესაბამისად, ენერგორესურსების არასასურველი მომწოდებელია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S