Accentnews.ge
თურქეთი და რუსეთი რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების ერთობლივ წარმოებას გეგმავენ

თურქეთი და რუსეთი რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების ერთობლივ წარმოებას გეგმავენ

20/05/2019 06:40:30 სხვა, მსოფლიო

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ანკარა და მოსკოვი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა S -500–ის ერთობლივი წარმოების დაწყებას გეგმავენ, ხოლო რუსული წარმოების S-400–ების შესყიდვა დადგენილ ვადაში დაიწყება. 

ამასთან, ერდოღანის თქმით, F-35 ტიპის ამერიკული ავიაგამანადგურებლები, ასევე იქნება თურქული არმიის შეიარაღებაში, S-400–ების რუსეთიდან შეძენის მიუხედავად.  

რუსეთის მიერ თურქეთისთვის დაახლოებით 2,5 მლრდ დოლარის S-400–ების მიწოდების შესახებ კონტრაქტს ანკარამ და მოსკოვმა 2017 წელს მოაწერეს ხელი. მიწოდება 2020 წლის გაზაფხულზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა მხარეებმა მოილაპარაკეს, ეს უკვე მიმდინარე წლის ივლისში მოხდეს. ამ გარიგებამ თურქულ– ამერიკულ ურთიერთობებში დაძაბულობა გამოიწვია. ვაშინგტონი შიშობს, რომ კრემლის ხელში შეიძლება, აღმოჩნდეს დახურული ინფორმაცია F-35 –ების შესახებ, რომლებიც NATO-სთვის იწარმოება.  

გარდა ამისა, აშშ ყურადღებას ამახვილებს S-400 - ების შეუთავსებლობაზე NATO-ს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემასთან. როგორც აშშ–ის სენატში განაცხადეს, თუ თურქეთი S-400-ებს განათავსებს მის წინააღმდეგ შესაძლოა, სანქციები დაწესდეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S