Accentnews.ge
ტრამპი:„თუ ირანს ბრძოლა სურს, ეს ირანისთვის ოფიციალურად დასასრული იქნება"

ტრამპი:„თუ ირანს ბრძოლა სურს, ეს ირანისთვის ოფიციალურად დასასრული იქნება"

20/05/2019 05:17:54 სხვა, მსოფლიო

თუ ირანს ბრძოლა სურს, ეს ირანის ოფიციალური დასასრული იქნება, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.

დონალდ ტრამპის თქმით, აშშ-ს არასდროს უნდა დაემუქრონ.

„თუ ირანს ბრძოლა სურს, ეს ირანისთვის ოფიციალურად დასასრული იქნება. არასოდეს დაემუქროთ ამერიკის შეერთებულ შტატებს“, - წერს დონალდ ტრამპი მიკრობლოგ Twitter-ზე. 

ბოლო დღეების განმავლობაში აშშ-მა სპარსეთის ყურეში დამატებითი სამხედრო ხომალდები განათავსა. რამდენიმე დღის წინ დონალდ ტრამპმა მრჩევლებს უთხრა, რომ ირანთან ომი არ სურს. გასულ კვირაში, ჟურნალისტის კითხვაზე, აპირებს თუ არა აშშ-ი ომს, ტრამპმა უპასუხა – „ვიმედოვნებ, რომ არა“.

ომის შესაძლებლობას გამორიცხავენ ირანის ხელისუფლებაშიც. ირანმა ბირთვული შეთანხმების რამდენიმე ვალდებულება შეაჩერა. დაძაბულობა გაიზარდა მას შემდეგ, რაც მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ირანმა სპარსეთის ყურეში რაკეტებით აღჭურვილი კატარღები გაუშვა. აშშ-ის გამომძიებლები თეირანს არაბთა გაერთიანებული საამიროების სანაპიროსთან ნავთობის გადამტანი გემების დაზიანებაშიც ადანაშაულებენ. ირანი ბრალდებებს უარყოფს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S