
კადეტთა სამხედრო ლიცეუმსა და პოლონეთის ქალაქ პოზნანის „სავაჭრო სკოლა-კომპლექსს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
16/09/2019 09:36:38 სხვა, თავდაცვა, რეკლამა
კადეტთა სამხედრო ლიცეუმსა და პოლონეთის, ქალაქ პოზნანის „სავაჭრო სკოლა-კომპლექსს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დოკუმენტს ხელი ლიცეუმის დირექტორმა პოლკოვნიკმა შალვა ძინძიბაძემ და და სავაჭრო სკოლა-კომპლექსის დირექტორმა ანჟეი კაჩმარეკიმ მოაწერეს.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მიზნად ისახავს მხარეებს შორის სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებას, რაც ითვალისწინებს ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტებსა და გაცვლით პროგრამებს.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021