Accentnews.ge
საგარეო საქმეთა მინისტრი 6-8 აპრილს ევროკავშირსა და ნატო-ს ეწვევა

საგარეო საქმეთა მინისტრი 6-8 აპრილს ევროკავშირსა და ნატო-ს ეწვევა

05/04/2022 16:29:09 საგარეო პოლიტიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი 6-8 აპრილს ევროკავშირსა და ნატო-ს ეწვევა, სადაც მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს,– იტყობინება საქართევლოს საგარეო უწყება.

უწყების ცნობით, ილია დარჩიაშვილი ვიზიტის ფარგლებში შეხვდება საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ჟოზეფ ბორელს.

„საგარეო უწყების ხელმძღვანელი ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მიწვევით მონაწილეობას მიიღებს ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალში, რომლის ფარგლებშიც გაიმართება ნატო-ს შეხვედრა პარტნიორი ქვეყნების ჯგუფთან საქართველოს, უკრაინის, შვედეთის, ფინეთის, იაპონიის, ავსტრალიის, კორეის საგარეო საქმეთა მინისტრების და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის მონაწილეობით. მინისტერიალის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილი შეხვედრებს გამართავს კოლეგა მინისტრებთან“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S