
ძლიერი მიწისძვრა სომხეთში – ქვეყანაში 30–მდე განმეორებითი ბიძგი დაფიქსირდა
10/09/2019 20:16:59 კავკასია, სხვა, საზოგადოება
სომხეთი-საქართველოს საზღვართან მომხდარი მიწისძვრის შემდეგ სომხეთის ტერიტორიაზე 30-მდე განმეორებითი ბიძგი დაფიქსირდა,– ამის შესახებ ადგილობრივი მედია სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით წერს.
სომხეთი-საქართველოს საზღვართან 10 სწექტემბერს პირველი მიწისქვეშა ბიძგები 20:22 საათზე მოხდა. სიმძლავრებ 5,2 მაგნიტუდა შეადგინა.
როგორც სომხური საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან, მიწისძვრა შირაქში, ლორეში, ტავუშში, არაგაწოტნიში, ასევე დედაქალაქ ერევანში იგრძნობოდა. მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა საქართველოშიც.
სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს განცხადებით, ამ მომენტისთვის არსებული მონაცემებით, ქვეყნის ტერიტორიაზე მიწისძვრას ნგრევა არ გამოუწვევია და არავინ დაშავებულა.