
ზურაბიშვილი ზელენსკის ესაუბრა
26/02/2022 20:14:31 საგარეო პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა.
„ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის და კიდევ ერთხელ დავუდასტურე საქართველოს სრული მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის მიმართ. უკრაინისთვის და მთელი ევროპისთვის ამ ტრაგიკულ დროს, პრეზიდენტი ზელენსკი სამაგალითო ლიდერია. მთელი საქართველო უკრაინის გვერდით დგას“, - წერს სალომე ზურაბიშვილი "ტვიტერში".
თავის მხრივ საუბრის შესახებ კომენტარი გააკეთა ზელენსკიმ და განაცხადა, რომ ზურაბიშვილს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის:
„საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს და ჩეხეთის პრემიერ-მინისტრს პეტრ ფიალას ვაცნობე არსებული ვითარების შესახებ. განვიხილეთ კონკრეტული დახმარების საკითხები. მადლობელი ვარ ქართველი და ჩეხი მეგობრების, მათი მხარდაჭერისთვის“.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერის განცხადებით, ქვეყანა დასავლეთის მიერ რუსეთისთვის უკრაინაში შეჭრის გამო დაწესებულ სანქციებს არ უერთდება.
შეგახსენებთ იმასაც, რომ მესამე დღეა, უკრაინა რუსეთის სამხედრო აგრესიას იგერიებს.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021