Accentnews.ge
საქართველო დასავლეთის მიერ რუსეთისთვის უკრაინის გამო დაწესებულ სანქციებს არ შეუერთდება

საქართველო დასავლეთის მიერ რუსეთისთვის უკრაინის გამო დაწესებულ სანქციებს არ შეუერთდება

25/02/2022 08:19:18 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

საქართველო დასავლეთის მიერ რუსეთისთვის უკრაინაზე სამხედრო აგრესიის განხორციელების გამო დაწესებულ სანქციებს არ შეუერთდება,– ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა და განმარტა, რომ სხვა გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს დააზიარალებს.

„არაფერს გავაკეთებ, არც ერთ გადაწყვეტილებას არ მივიღებ ისეთს, რომელიც რაიმე ფორმით დააზიანებს ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ეროვნულ ინტერესებს. შესაბამისად, გავეცანით ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ქმედებებს, რომელიც მოჰყვა უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებას, ვგულისხმობ ეკნომიკურ და ფინანსურ სანქციებს და მინდა, მკაფიოდ, ერთმნიშვნელოვნად განვაცხადო, რომ საქართველო, ჩვენი ეროვნული, ხალხის ინტერესების გათვალისწინებით არ აპირებს, მონაწილეობა მიიღოს ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში, ვინაიდან, აღნიშნული მხოლოდ დააზიანებს, გაცილებით უფრო მეტად ჩვენს ქვეყანას და ჩვენს მოსახლეობას. მე, როგორც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის წინაშე პასუხისმგებელი, ეროვნულ ინტერესებზე დაყრდნობით ვიხელმძღვანელებ“,– განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, კეთდება ყველაფერი, რომ საქართველომ პოლიტიკური და ჰუმანიტარული დახმარება აღმოუჩინოს უკრაინელ ხალხს და უკრაინას.

„ის, რაც უკრაინაში ხდება, დიდი ტრაგედიაა. ამ ომით, რომელიც, სამწუხაროდ, ვერ იქნა შეკავებული და ვერ იქნა თავიდან აცილებული, ყველაზე მეტად დაზარალდება თავად უკრაინა, როგორც სახელმწიფო, მისი სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და უკრაინელი ხალხი, უკრაინელი ჯარისკაცები. ომს არანაირი გამართლება არ აქვს. ჩვენ ეს ყველაფერი ჩვენ თავზე გამოვცადეთ 2008 წელს, როდესაც სამწუხაროდ, საუბედუროდ, თავიდან ვერ იქნა აცილებული 2008 წლის ტრაგიკული მოვლენები. რამაც ძალიან მძიმე შედეგები მოუტანა ჩვენს ქვეყანას და ვინ დაზარალდა? რა თქმა უნდა ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი. დაიხოცნენ ჩვენი ჯარისკაცები, დავკარგეთ ჩვენი ტერიტორიები. რუსეთმა მოახდინა ჩვენი ძირძველი ტერიტორიების ოკუპაცია და შემდეგ აღიარება. შესაბამისად, ომი ყველასთვის მიუღებელია. არც ერთ მხარეს არ ჰყავს გამარჯვებული. ზიანი ორივე მხარეს მიადგება. კიდევ ერთხელ მინდა, მოვუწოდო საერთაშორისო თანამეგობრობას, ყველაფერი გააკეთონ, რომ უკრაინაში ეს საომარი მოქმედებები შეჩერდეს“.

რაც შეეხება უკრაინისადმი მხარდაჭერას, ღარიბაშვილის თქმით, პროცესი შესაძლებლობების ფარგლებში გრძელდება:

„ჩემი დავალებით საგარეო საქმეთა მინისტრი ჩართული იყო, ეუთოს მინისტერიალზე მიიღო მონაწილეობა, რომელიც ევროკავშირის ეგდით იყო ორგანიზებული. ჩვენ სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოვხატეთ უკრაინის მიმართ. ჩემი დავალებით, უკრაინის ელჩს საქართველოში გადავეცით გზავნილი, რომ მზად ვართ, ჰუმანიტარული დახმარება აღმოვუჩინოთ უკრაინელ მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში არიან და რა თქმა უნდა, ეს პროცესი გაგრძელდება ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში (ხაზს ვუსვამ). ევროსაბჭოში ჩვენ სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოვხატეთ პოლიტიკური უკრაინის მიმართ და რა თქმა უნდა, არავითარი კითხვა არ არსებობს“.

ღარიბაშვილი დარწმუნებულია, რომ საქართველოს საფრთხე არ ემუქრება და ამას პრაგმატული პოლიტიკით ხსნის.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიას აწარმოებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S