
„მზად ვარ, საქართველო წარმოვადგინო ყველა იმ ფორმატში, სადაც უკრაინაზე მსჯელობენ, საქართველოს ხმა უნდა მოისმინონ“
24/02/2022 11:19:36 საგარეო პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული თანხმობის ფარგლებში დღეისთვის დაგეგმილი ღონისძიება გააუქმა, რადგან მისი თქმით, დღეს ეროვნული თანხმობის ერთადერთი თემა უკრაინა და მის მიმართ სოლიდარობაა.
„დღევანდელი დღე უკრაინსითვის ტრაგიკულია. მიუხედავად იმისა, რომ მშვიდობის შენარჩუნებისთვის ყველაფერი იღონა, რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესია თავიდან ვერ აიცილა. დღეს, როცა იგი ცდილობს, გაუმკლავდეს ამ უმძიმეს ვითარებას, საქართველოს მის გვერდზე დგას. ეს დღე ასევე ტრაგიკულია საქართველოსთვის და ყველა მშვიდობისმოყვარე ერებისთვის ევროპასა და მსოფლიოში, რამეთუ ომი ევროპის გულში გაჩაღდა დიალოგის ყველანაირი მცდელობის მიუხედავად. როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ქვეყნის, რომელსაც ასეთივე აგრესია გამოსცადა, მინდა, უკრაინის პრეზიდენტს, მთავრობას და ხალხს ჩვენი სრული სოლიდარობა გამოვუცხაო. მინდა, პატივი მივაგო იმ უკრაინელ ჯარისკაცებს და მოქალაქეებს, რომლებიც დღეს თავიანთი ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვას შეეწირნენ. მინდა, შევუერდე გაეროს გენმდივნის და ყველა სხვა ლიდერების მოწოდებას ცეცხლის დაუყონებლივ შეწყვეტის შესახებ“,– განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე.
მან მოსახლოებას, პოლიტიკურ სპექტრს, მთავრობას მოუწოდა, რომ „დღეს როგორც არასდროს, ჩვენი მომავლისთვის აუცილებელია ერთულოვნება, ეროვნული თანხმობა“.
„ძალა ერთობაშია!“,– დასძინა ზურაბიშვილმა.
მას საჭიროდ მიმაჩნია, ნებისმიერ ფორმატში – იქნება ეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა თუ უსაფრთხოების საბჭოს გაფართოებულ ფორმატში ჩატარება, ყველამ ერთად გამოვხატოთ, რომ „მთელი ერი ვდგავარ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის გვერდით და მშვიდობის მხარეს“.
აქვე ზურაბიშვილმა თქვა, რომ ხელს მოაწერს ოპოზიციის თხოვნას პარლამენტის რიგგარეშე სხდომის ჩატარების თაობაზე.
ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მზადაა, საქართველო მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების მიხედვით, წარმოადგინოს, „ყველა იმ ფორმატში, სადაც მიმდინარეობს უკრაინის საკითხის განხილვა, რადგან ეს ჩვენი საკითხია და საჭიროა, საქართველოს ხმა იქაც მოისმინონ, რომ ჩვენ მუდამ ვიქნებით მშვიდობიანი გზის მცდელობის, მაგრამ პრინციპების დაცვის მხარეს და ეს არის ის, სადაც უნდა იყოს ჩვენი ერსულოვნება“.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021