
დამკვირვებელი ზუგდიდიდან: "ენგურის ხიდიდან შემოვიდა ზარი...მობილიზებისკენ მოგვიწოდებენ"
19/05/2019 07:22:40 კონფლიქტები, პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
ზუგდიდის №18 საარჩევნო უბნიდან დამკვირვებლები ოკუპირებული ტერიტორიიდან მიღებული ინფორმაციის შესახებ იუწყებიან. კერძოდ, როგორც ოპოზიციის დამკვირვებელი აცხადებს, გარკვეულ პირებს ოკუპირებული ტერიტორიიდან ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გადმოტანა სურთ.
"ენგურის ხიდიდან შემოვიდა ზარი, რომ ქართველი პოლიციელების შტაბთან ახლოს დგას თეთრი მანქანა, რომელშიც რამოდენიმე პიროვნება იმყოფება და საუბრობენ ოკუპირებული ტერიტორიიდან პირადობების გადმოგზავნაზე. ინფორმაციის მომწოდებლები გვეუბნებიან, რომ სოფლებში [ოკუპირებული რეგიონის] გროვდებოდა პირადობები და ჩვენ მობილიზებისკენ მოგვიწოდებენ",–აცხადებს დამკვირვებელი.
ცნობისთვის: ზუგდიდელები დღეს მერს ირჩევენ.