
"საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ყველაფერი უნდა გაკეთდეს მშვიდობის უზრუნველყოფის და ოკუპაციაზე ადეკვატური რეაქციისათვის"
22/02/2022 15:08:07 საგარეო პოლიტიკა
საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ყველაფერი უნდა გაკეთდეს მშვიდობის უზრუნველყოფისა და ოკუპაციაზე ადეკვატური რეაქციისათვის, - ამის შესახებ “ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.
მამუკა მდინარაძე ეხმაურება რუსეთის მიერ უკრაინის რეგიონების დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებას და აცხადებს, რომ „ოკუპაცია დროებითია“.
„რუსული ოკუპაციის გაგრძელება - უკრაინის ორი რეგიონი საქართველოს ორი ოკუპირებული რეგიონის შემდეგ. შუაში ყირიმის ანექსია!".
საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ყველაფერი უნდა გაკეთდეს მშვიდობის უზრუნველყოფის და ოკუპაციაზე ადეკვატური რეაქციისათვის.
ოკუპაცია დროებითია!”, - წერს მამუკა მდინარაძე Facebook-ზე.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021