
აშშ–ის ირანული ამოცანა საქართველოს
26/02/2019 19:13:36 თვალსაზრისი, ანალიზი
5 ნოემბრიდან აშშ–ირანის ურთიერთობები ახალ ფაზაში გადავიდა: პრეზიდენტ ტრამპის მაისის მუქარა, ისლამური რესპუბლიკა ნავთობდოლარების მიღების შესაძლებლობის გარეშე დაეტოვებინა, სრულდება: მისი ბრძანებულება ანტიირანული სანქციების მეორე პაკეტის შემოღების შესახებ ძალაში შევიდა.
"აშშ ღია რჩება ირანთან ახალი, უფრო ყოვლისმომცველი შეთანხმების გასაფორმებლად, რომელიც სამუდამოდ დაუხურავს მას გზას ბირთვული იარაღისკენ, უპასუხებს ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლების ბოროტი ზრახვების მთელს სპექტრს და ამავდროულად, იქნება დოკუმენტი, რომელსაც ირანელი ხალხი იმსახურებს. ჩვენ მოვუწოდებთ ირანის რეჟიმს, უარი თქვას საკუთარ ბირთვულ ამბიციებზე, შეცვალოს დესტრუქციული ქცევა, დაიწყოს საკუთარი ხალხის უფლებების პატივისცემა, დაუბრუნდეს კერძო მოლაპარაკებებს“, – აცხადებენ აშშ-ში და ამ სწრაფვაში მოკავშირეების მხარდაჭერის იმედს გამოთქვამენ.
ამერიკული სანქციების ყველა დამრღვევს სასჯელი ელის. გამონაკლასს მხოლოდ 8 ქვეყანა წარმოადგენს: აშშ მზადაა, უახლოესი ნახევარი წლის განმავლობაში მათთან ირანის გამო კონფლიქტში არ შევიდეს.
საქართველო ამ სიაში არ ფიგურირებს, თუმცა ირანთან ურთიერთობები გააჩნია.
დამკვირვებლების აზრით, ის, რომ მოკავშირეები აშშ–ს მხარს დაუჭერენ, უდავოა, ყოველ შემთხვევაში, საქართველოსთვის აშშ სტრატეგიული პარტნიორია და ამ საკითხში თბილისი ვაშინგტონის წინააღმდეგ არ წავა. სწორედ ამაზე იზრუნა, მათი აზრით, აშშ–ის პრეზიდენტის მრჩველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონმა თბილისში ამასწინანდელი ვიზიტის დროს.
იმხანად, საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდში ამერიკული სტუმრის მიმართ დასმული კითხვების უმრავლესობა შიდა პოლიტიკასა და რუსულ ფაქტორს ეხებოდა – მანამდე ხომ მან მოლაპარაკებები პრეზიდენტ პუტინთან გამართა. თუმცა თავად ბოლტონისთვის თბილისში გამართულ მთავარ შეხვედრას, როგორ ჩანს, წარმოადგენდა საუბარი საქართველოს შს მინისტრ გიორგი გახარიასთან და უშუშროების შეფ ვახტანგ გომელაურთან. ამ შეხვედრაზე, არსებული ინფორმაციით, სწორედ ირანის საკითხი განიხილებოდა.
უსაფრთხოების საკითხთა ექსპერტ გიორგი გობრონიძის აზრით, ეს აშშ–ის უსაფრთხოების სტრატეგიის კონტექსტში ერთ–ერთი ცენტრალური თემაა და თბილისს შეეძლო, ლოიალურობისთვის გარკვეული კომპენსაციის პირობა მიეღო:
„ეს შიეძლება, იყოს ახალი გრანტები ან ფულადი დახმარება, რომელსაც აშშ ისედაც უყოფს საქართველოს ამ სანქციებისადმი მიერთების შემთხვევაში მოსალოდნელი ზიანის კომპენსირებისთვის. მეორეს მხრივ, საქართეველო, რა თქმა უნდა, ღიად ამ სანქციებს მხარს არ დაუჭერს, ისევე, როგორც თავის დროზე არ დაუჭირა მხარი რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებს, რათა სხვა ესკლაციები თავიდან აერიდებინა“.
თავად თეირანი აცხადებს, რომ "ეს სანქციები კატალიზატორი გახდება ირანის თვითმყოფადობის მიმართულებით მოძრაობისათვის, ხოლო რესტრიქციების შემოღება მხოლოდ დააჩქარებს თავად შეერთებული შტატების კრახს".
ისლამური რესპუბლიკის პოზიცია ქვეყნის უმაღლესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ჰამენეიმ გაახმოვანა:
„დღეს აშშ ბევრად უფრო სუსტია, ვიდრე 40 წლის წინ, როდესაც ისლამურმა რევოლუციამ გაიმარჯვა. აშშ–ის ძალები სუსტდება და ეს მნიშვნელოვანი მომენტია. პოლიტიკოსებისა და საერთაშორისო ანალიტიკოსების უმრავლესობა თვლის, რომ ნელ–ნელა ირღვევა აშშ–ის "რბილი ძალაც". ასე, რომ მათ, ვისაც სურს, რომ ჩვენ აშშ–სთან კომპრომისზე წავიდეთ და დაუსაბუთებელი ნაბიჯი გადავდგათ, ვეყტყვი, რომ აშშ დაღმასვლას განიცდის“.
თუმცა თბილისისთვის ვაშინგტონისა და თეირანის დაპირისპირება შეიძლება, ნიშნავდეს არა აბსტრაქტულ, არამედ სრულიად რეალურ „დაღმასვლას“ ირანთან ურთიერთობებში. ეს უკანასკნელი ხომ საქართველოსთვის არა წამყვანი, თუმცა საკმაოდ პერსპექტიული სავაჭრო პარტნიორია: 2017 წელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ თითქმის 200 მლნ დოლარი შეადგინა, მიმდინარე წელი კი შეიძლება, კიდევ უფრო პერსპექტიული გამოდგეს.
გარდა ამისა, ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, საქართველომ შესაძლოა, საკუთარი სატრანზიტო პოტენციალის ნაწილი დაკარგოს და ამასთანავე, იძულებული იქნება, უარი თქვას ნავთობისა და გაზის დარგში სრულიად კონკრეტულ პროექტებზე, როგორიცაა, მაგალითად, ირანული კომპანიის მიერ ბაქო–სუფსის მილსადენის ნავთობტერმინალის რაიონში ნავთობგადამამუშავებელი კომპლექსის მშენებლობა, რომლის მეშვეობითაც აზერბაიჯანული ნავთობი მსოფლიო ბაზრებს მიეწოდება.
თუმცა გიორგი გობრონიძის აზრით, ირანი არ არის იმდენად ჩართული ქართულ ეკონომიკაში, რომ ეს საკითხი საქართველოსთვის სტრატეგიულად იქცეს:
„რა თქმა უნდა, ირანი ჩვენი სავაჭრო პარტნიორია, თუმცა არა წამყვანი. საქართველო–ირანის ვაჭრობაში დიდი დინამიკის მიუხედავად, იქ მაინც არ გვაქვს იმხელა მოცულობა, რომელიც სერიოზულ გავლენას მოახდენდა ქართულ ეკონომიკაზე. მეორეს მხრივ, ყოვეთვის ვიხსენებ 2006 წელს, აშშ–სა და ირანს შორის მორიგი ეკალაციის პერიოდს – რედესაც ამერიკამ სანქციები შემოიღო, თუმცა საქართველომ სავიზო რეჟიმი მაინც გააუქმა და ირანთან ურთიერთობების ინტენსიფიცირება მოახდინა. აშშ ჩვენს გადაწყვეტილებას გაგებით მოეკიდა და იხელმძღვანელა იმით, რომ ირანი ჩვენი მეზობელი სახელმწიფოა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში საქართველოს უფლება აქვს, საკუთარი ეროვნული ინტერესებით იზელმძღვანელოს“.
როგორც გობრონიძე აღნიშნავს, "რუსეთისგან განსხვავებით, აშშ ცდილობს, მისთვის არაპრინციპულ საკითხებში თავის მოკავშირეებზე ზედმეტი წნეხი არ განახორციელოს, შესაბამისად, ის ეკონომიკური ურთიერთობები, რონმელიც საქართველოსა და ირანს შორის არსებობს, ნაკლებ სავარაუდოა, სერიოზულად შეიცვალოს, თუმცა იმ შემთხვევაშიც კი, თუ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება და ანტიირანულ სანქციებთან მიერთება მოუწევს, სადღეისოდ თეირანს არ გააჩნია შესაძლებლობა, თბილისს სერიოზული უსიამოვნებები შეუქმნას".
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021