Accentnews.ge
ბიძინა ივანიშვილმა პრემიერობის კანდიდატად გიორგი გახარია წარადგინა

ბიძინა ივანიშვილმა პრემიერობის კანდიდატად გიორგი გახარია წარადგინა

03/09/2019 06:00:27 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

პარტია"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ–მინისტრის პოზიციაზე გიორგი გახარიას კანდიდატურა წარადგინა. 

როგორც ივანიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, მან ჯერ პარტიის პოლიტსაბჭოს წევრებს წარუდგინა გახარიას კანდიდატურა და მხარდაჭერაც მიიღო, შემდეგ კი უმრავლესობას. როგორც ივანიშვილი ამბობს, კანდიდატურა მათთვისაც მისაღები აღმოჩნდა. "კითხვებიც კი არ დასმულა",– განაცხადა ივანიშვილმა.  

„დღეს დილით გვქონდა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პარტიის პოლიტსაბჭო. პოლიტსაბჭოზე მე, როგორც პარტიის თავმჯდომარემ წარვადგინე ახალი კანდიდატურა პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას სახით. მივიღეთ სრული მხარდაჭერა. ამის შემდგომ უმრავლესობასთან გვქონდა შეხვედრა და იქაც კითხვებიც არ დასმულა და ეს არის ჩვენი არჩევანის ობიექტური შეფასება. თქვენც და საზოგადოებაც კარგად იცნობს გიორგი გახარიას. მე ვფიქრობ, მან საკუთარი მოღვაწეობით, დაწყებული ბიზნესომბუდსმენობიდან, შემდგომ ის გახლდათ ეკონომიკის მინისტრი, შემდეგ კი შს მინისტრი, ღირსეულად დაიმსახურა ამ პოსტზე მისი წარდგენა და მე ვფიქრობ, მას პარლამენტი აუცილებლად დაამტკიცებს“,– განაცხადა ივანიშვილმა. 

თავის მხრივ გახარიამ მადლობა გადაუხადა ნდობისთვის მმართველ გუნდს, თუმცა ხაზგასმით გადაუხადა მადლობა ივანიშვილს.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ცვლილებები იქნება მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში. კერძოდ, შს მინისტრის პოზიციას დაიკავებს ვახტანგ გომელაური, ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის მინისტრი იქნება, ლევან იზორია კი უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე. 

ცნობისთვის: ორი თვეა აქტივისტები გახარიას გადადგომას "გავრილოვის ღამის" გამო ითხოვენ. აქცია "სირცხვილიას" აქტივისტები ამ დროისთვის "ქართული ოცნების" სათაო ოფისთან იმყოფებიან, ამასთან სირცხვილის დერეფანს ამზადებენ პარლამენტთან. ისინი დეპუტატებს მოუწოდებენ, არ დაუჭირონ მხარი მინისტრთა კაბინეტს, რომლის შემადგენლობაშიც გახარია იქნება. 

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S