
"წელს გვექნება წვრთნები საქართველოსთან ერთად, ეს იქნება ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის დემონსტირება"
17/02/2022 13:21:52 პოლიტიკა
"წელს გვექნება წვრთნები საქართველოსთან ერთად, ეს იქნება ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის დემონსტირება", ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
„გვქონდა კარგი შეხვედრა საქართველოსა და უკრაინის თავდაცვის მინისტრებთან. მოკავშირეებმა გამოხატეს საკუთარი მტკიცე მხარდაჭერა ორივე ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. მოკავშირეები საქართველოს და უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უჭერენ მხარს. ამას ვაკეთებთ ნატო-ს ფარგლებში, ორმხრივი მხარდაჭერით, წვრთნებით, თავდაცვისუნარიანობის განვითარებით და მიმდინარე წელს გვექნება წვრთნები საქართველოსთან ერთად, ნატო იქნება ამ წვრთნების მონაწილე. წვრთნებს გავმართავთ ერთობლივად და ეს იქნება იმის დემონსტრაცია, როგორ ვმუშაობთ მჭიდროდ და ერთობლივად“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
მისივე თქმით, შავი ზღვის რეგიონს ნატო-სთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს:
„იქ რაც ხდება, ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ნატო-ს სამი წევრი შავი ზღვის რეგიონშია და გვყავს ძალიან ახლო ორი პარტნიორი – საქართველო და უკრაინა. მათთან მჭიდრო თანამშრომლობა მნიშვნელოვანია როგორც ჩვენთვის, ისე პარტნიორებისთვის, რაც დღეს მკაფიოდ იქნა დადასტურებული".
ნატო–ში კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ ალიანსი ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების ერთგულია.
"ჩვენი პოზიცია ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებასთან მიმართებაში არ შეცვლილა, თუმცა ამჟამად ყურადღება გამახვილებულია რეფორმებზე, რათა დავეხმაროთ საქართველოს და უკრაინას, მოახდინონ თავდაცვის და უსაფრთხოების ინსტიტუტების მოდერნიზება. ჩვენ ამ მიმართულებით ყურადღების გამახვილებას გავაგრძელებთ“, – აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021