Accentnews.ge
ზალკალიანმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან მათ შორის რეგიონში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა

ზალკალიანმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან მათ შორის რეგიონში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა

14/02/2022 20:01:08 კავკასია, საგარეო პოლიტიკა

საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

როგორც საქართველოს საგარეო უწყების პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ რელიზში ვკითხულობთ, მინისტრებმა ისაუბრეს რეგიონში მიმდინარე პროცესებზე, გაცვალეს ინფორმაცია საქართველოსა და აზერბაიჯანში არსებულ ვითარებაზე, თუმცა რაზეა საუბარი, რელიზში დაკონკრეტებული არაა.

რელიზის მიხედვით, საუბარი ასევე შეეხო ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის სხვადასხვა საკითხს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ჯეიჰუნ ბაირამოვი დაინტერესდა 13 თებერვალს საქართველოში მომხდარი მიწისძვრის შედეგებით და საჭიროების შემთხვევაში, დახმარების მზადყოფნა გამოთქვა.

დავით ზალკალიანმა აზერბაიჯანელ კოლეგას მადლობა გადაუხადა და ქვეყანაში სტიქიის შემდგომ არსებული მდგომარეობა გააცნო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S