Accentnews.ge
მედია – აზერბაიჯანს სურს, საქართველოსგან განჯის კარიბჭე დაიბრუნოს

მედია – აზერბაიჯანს სურს, საქართველოსგან განჯის კარიბჭე დაიბრუნოს

04/02/2022 15:26:15 საგარეო პოლიტიკა

აზერბაიჯანის კულტურის მინისტრ ანარ კერიმოვის განცხადებით, ოფიციალურ ბაქოს სურს, საქართველოსგან განჯის კარიბჭე დაიბრუნოს. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

როგორც კერიმოვმა განაცხადა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ქართულ მხარესთან მოლარაპაკებები მიმდინარეობს.

"განჯის კარიბჭის საკითხი იყო დასმული ჩემი საქართველოში ბოლო ვიზიტის დროს, გასულ წელს. ეს საკითხი განვიხილეთ შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან. საკითხს კარიბჭის დაბრუნებასთან დაკავშირებით განვიხილავთ საქართველო-აზერბაიჯანს შორის არსებულ მთავრობათაშორისო კომისიის ფარგლებში. მოლაპარაკებები მარტივი არაა. ჩვენი მიზანია დავაბრუნოთ კარიბჭე აზერბაიჯანში", - განაცხადა კერიმოვმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ "განჯის კარის საკითხი საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივ დღის წესრიგში არ დგას".

"აზერბაიჯანის რესპუბლიკა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, რასაც ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ფართო სპექტრი ადასტურებს, მათ შორის კულტურის მიმართულებით. რაც შეეხება განჯის კარის საკითხს, ის საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივ დღის წესრიგში არ დგას. შესაბამისად, აღნიშნული საკითხი არც საქრთველოსა და აზერბაჯანს შორის მთავრობათშორისი ეკონომიკური კომისიის ოქმში არ არის ასახული, დოკუმენტი განსაზღვრავს, მათ შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებებს, მაგრამ განჯის კარის საკითხი არ არის დღის წესრიგში", – აცხადებს საგარეო უწყების პრეს–სპიკერი მარი ნარჩემაშვილი.

განჯის ჭიშკრის ფრაგმენტი გელათის მონასტერში ინახება. ისტორიული ცნობების მიხედვით, ის მეთორმეტე საუკუნეში მეფე დემეტრე I-მა ჩამოხსნა განჯაში ლაშქრობისა და ქალაქის აღების შემდეგ და როგორც სამხედრო ნადავლი, გელათის მონასტერს შესწირა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S