
"ქართული ოცნება" უკრაინის მიმართ მხარდაჭერის გამოხატვის ფორმებს, მათ შორის სხვა პარტიებთან კონსულტაციით შეაჯერებს
20/01/2022 10:33:09 საგარეო პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ეხმიანება უკრაინის უსაფრთხოების ირგვლივ რუსეთის მიერ შექმნილ კრიზისს, აცხადებს, რომ საქართველოს უკრაინის მიმართ მხარდამჭერი პოზიცია აქვს და ამას ალტერნატინა არ გააჩნია.
როგორც მან ჟურნალისტებთან თქვა, მათ შორის სხვა პარტიებთან კონსულტაციის შემდეგ გაირკვევა, რა ფორმით გამოხატავს საქართველო უკრაინის მიმართ მხარდაჭერას.
"ჩვენი პოზიცია ამ საკითხებთან დაკავშირებით არის ძალიან მკაფიო: პარლამენტიც, რა თქმა უნდა, თავის პოზიციას დააფიქსირებს. ბუნებრივია, ჩვენს პოზიციას ალტერნატივა არ აქვს, ეს არის უკრაინის მიმართ მხარდამჭერი პოზიცია, ეს არის ერთადერთი, რაც ჩვენ შეიძლება გამოვხატოთ.
რაც შეეხება გამოხატვის ფორმებს, ამაზე შევჯერდებით, მათ შორის, რა თქმა უნდა, გვექნება კონსულტაციები სხვა პოლიტიკურ პარტიებთან", - თქვა კობახიძემ.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021