Accentnews.ge
"ქართულმა ოცნებამ" აშშ–ის საელჩოს პროვოკაციების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა"

"ქართულმა ოცნებამ" აშშ–ის საელჩოს პროვოკაციების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა"

17/05/2019 12:39:10 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი გიორგი შენგელია, საარჩევნო შტაბის უფროსი ირაკლი ჩიქოვანი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენელს შეხვდნენ და წინასაარჩევნო გარემოს შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. 

როგორც პარტიის პრეს–სამსახური იუწყება, "მმართველმა პარტიამ საელჩოს წარმომადგენლებს გაერთიანებული ოპოზიციის იმ პროვოკაციულ ქმედებებზე მიაწოდა ინფორმაცია, რასაც "ნაციონალური მოძრაობა" ბოლო დღეებია მიმართავს". 

"საუბარი ასევე შეეხო "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობას და არჩევნების დღეს საარჩევნო შტაბის მიერ პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად გადადგმულ ნაბიჯებს",– ნათქვამია პარტიის პრეს–სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის: 19 მაისს  მთაწმინდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში შუალედური არჩევნები ჩატარდება. იმავე დღეს გაიმართება მერების რიგგარეშე (ზუგდიდი, ჭიათურა, მარნეული, ხულო და ზესტაფონი) და საკრებულოების შუალედური არჩევნები (ოზურგეთის, საგარეჯოს, ადიგენის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოს მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში).  

ვითარება განსაკუთრებით ზუგდიდშია დაძაბული. ოპოზიციური გუნდის კანდიდატს და მის მხარდამჭერებს თავს დაესხნენ. დაკავებულია ერთი პირი, თუმცა ოპოზიცია ამბობს, რომ მიუხედავად სხვა პირების იდენტიფიცირებისა, მათ წინააღმდეგ შესაბამისი ზომები არ გატარებულა. მანამდე იყო რამდენიმე ინციდენტი. გარდა ამისა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციის“ წარმომადგენლები ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის გადადგომას მოითხოვენ. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ხატია დეკანოიძის განცხადებით, არსებობს ჩანაწერი, რომელიც ასახავს, თუ როგორ ინახებოდა საუბნო კომისიების სამაგიდო სიები და ბეჭდები კომისიის წევრების და სკოლის დირექტორების სახლებში და „ვიღაცეების ბალიშის ქვეშ.“

დეკანოიძის განცხადებით, ეს ხდებოდა მაშინ, როცა მესხი ირწმუნებოდა, რომ სიები და ბეჭდები დაცული იყო. ოპოზიციის წარმომადგენელთა მტკიცებით, დაუცველია საარჩევნო უბნებიც. მათ შესაბამისი კადრების ჩვენება სხდომაზე მოითხოვეს, თუმცა უშედეგოდ, საკითხი კომისიამ დღის წესრიგში არ შეიტანა. 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S