
NASA-ს კოსმოსური ზონდი ისტორიაში პირველად "შეეხო" მზეს
15/12/2021 17:27:35 ეს საინტერესოა
კოსმოსურმა ზონდმა Parker-მა პირველად ჩაიფრინა მზის გვირგვინში და მაგნიტური ველებისა და ნაწილაკების ნიმუშების აზომვა აწარმოა, - იუწყება NASA.
"ისტორიაში პირველად, კოსმოსური ხომალდი მზეს შეეხო" - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამჟამად Parker-ი მზისგან 8,5 მლნ კმ-ის მოშორებით იმყოფება. ეს ვარსკვლავთან მიახლოების რეკორდული მაჩვენებელია. ზონდის მიერ დამყარებული მეორე რეკორდი კი ადამიანის მიერ შექმნილი ობიექტის გადაადგილების მაქსიმალური სიჩქარეა - თითქმის 587 ათასი კმ/სთ.
ზონდმა დედამიწიდან 2018 წლის აგვისტოში აიღო სტარტი, ნოემბერში კი წარმატებით მიუახლოვდა მზეს 24 მლნ კმ-ით და პირველი სიგნალიც გადმოსცა.
Parker-ის მისია 7 წელიწადზეა გათვლილი. ამ ხნის განმავლობაში მან, სპეციალისტების გათვლით, მზეს 24-ჯერ უნდა შემოუფრინოს.