
BioNTech-ის ხელმძღვანელი: "ომიკრონის" გამო ბუსტერი სამ თვეში უნდა გაკეთდეს
10/12/2021 11:45:32 ეს საინტერესოა
კომპანია BioNTech-ში, რომელიც Pfizer-თან ერთად კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებზე მუშაობს, თვლიან, რომ "ომიკრონის" შტამის გავცელებასთან დაკავშირებით მესამე - ბუსტერული აცრა უკვე სამ თვეში უნდა გაკეთდეს. ამის შესახებ Der Spiegel-თან ინტერვიუში გერმანული კომპანიის თანადამფუძნებელმა უთურ შახინმა განაცხადა.
მისივე თქმით, წინასწარი მონაცემები აჩვენებს, რომ ვაქცინის სამი დოზა მნიშვნელოვან დაცვას აყალიბებს როგორცინფიცირებისგან, ისე გართულებებისგან.
ამასთან, შახინმა არ გამორცხა, რომ მალე მეოთხე დოზის კეთებაც გახდეს საჭირო, რომელიც უშუალოდ "ომიკრონთან" ადაპტირებული კომპონენტის შემცველი იქნება.
ბოლო მონაცემებით, სამჯერადი აცრა ამ შტამისგან სრულ დაცულობას არ იძლევა. თანაც "ომიკრონის" მიმართ ეფექტური სადღეისოდ არსებული ყველა ტიპის ვაქცინა არაა, თუმცა მათი ეფექტურობა ნულამდე მაინც არასოდეს ეცემა.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021