Accentnews.ge
ნულანდი: "პუტინი სინამდვილეში შესაძლოა, საბჭოთა კავშირის აღდგენისკენ მიისწრაფვოდეს"

ნულანდი: "პუტინი სინამდვილეში შესაძლოა, საბჭოთა კავშირის აღდგენისკენ მიისწრაფვოდეს"

08/12/2021 08:59:40 მსოფლიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდი აცხადებს, რომ კრემლის ლიდერის ვლადიმირ პუტინის მიზანი შესაძლოა, საბჭოთა კავშირის აღდგენა იყოს.

„ჩვენი შეშფოთებას იწვევს ის, რომ პუტინი სინამდვილეში შესაძლოა, საბჭოთა კავშირის აღდგენისკენ მიისწრაფვოდეს. ამიტომ, ვფიქრობ, რომ უკიდურესად მნიშვნელოვანია ერთიანობა აშშ-ში, ერთიანობა უკრაინის საკითხზე, ნატო-ს მოკავშირეებთან, პარტნიორებთან, საუბარი იმ სერიოზულ შედეგებზე, რომელიც შეიძლება, მოჰყვეს რუსეთის უკრაინაში შეჭრას და იმის ჩვენება, რომ ჩვენ მზად ვართ. ასევე მნიშვნელოვანია რუს ხალხთან საუბარი. არავის სურს ომი, ყველაზე ნაკლებად კი, რუს ხალხს. რუსი ხალხი იმსახურებს უკეთეს სკოლებს, საავადმყოფოებს, ინფრასტრუქტურას, ჯანდაცვას. სწორედ ამაზე უნდა იხარჯებოდეს რუსეთის სიმდიდრე და არა რუსი ბიჭების უკრაინის ფრონტის ხაზზე გასაგზავნად“ – განაცხადა ვიქტორია ნულანდმა აშშ–ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას.

მოსმენა რუსეთის მიმართ აშშ-ის პოლიტიკას ეხებოდა.

შეგახსენებთ, რომ პუტინმა "გეოპოლიტიკური კატასტროფა" უწოდა საბჭოთა კავშირის დაშლას.

.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S