
ფაშინიანმა თანამდებობებიდან ორი მთავარი მრჩეველი და თანაშემწე გადააყენა
16/08/2019 12:38:23 კავკასია
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ორი მთავარი მრჩეველი – არსენ გასპარიანი, არამ ღარიბიანი და თანაშემწე მგერ სააკიანი თანამდებობებიდან გადააყენა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ეს უკანასკნელი საკუთარი სურვილით, შესაბამისი განცხადების საფუძველზეა გათავისუფლებული. თანაშემწეების გათავისუფლების მიზეზები კი პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ ბრძანებაში განმარტებული არ არის.