
18 – 20 მაისის ამინდის პროგნოზი
17/05/2019 09:29:16 სხვა, საზოგადოება
დასავლეთ საქართველოში დღეს და ხვალ ცხელი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება, თუმცა 18 მაისს ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურას, გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღის საათებში დაბლობ რაიონებში შესაძლოა, 34-39, სანაპირო რაიონებში 30-35, მთაში 31-36, მაღალ მთაში კი, 27-32 გრადუსამდე მოიმატოს.
19-20 მაისს დროგამოშვებით იწვიმებს. ტემპერატურა 10-12 გრადუსით დაიკლებს.
რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, ჰაერის ტემპერატურა ბარში 18-19 მაისს 30-35, ხოლო 20 მაისს 23-28 გრადუსია ნავარაუდევი. ამასთან, 20 მაისს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლოა, სეტყვაც.
თბილისში ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა 18-19 მაისს 30-32, ხოლო 20 მაისს 25-27 გრადუსი იქნება.