
„მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი“ თბილისი პრაიდს ემუქრება
17/05/2019 09:26:59 სხვა, საზოგადოება
„მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი“ თბილისი პრაიდს ემუქრება.
როგორც მამა დავით ისაკაძე აცხადებს, საქართველოში ცოდვის ქადაგებას არ დაუშვებს.
„მინდა, ერთი რამ ხაზგასმით აღვნიშნო, სოდომ-გომორის ცოდვა არის უმძიმესი ცოდვა. თუ ადამიანს აქვს სურვილი, ამ ცოდვის მიმდევარი იყოს, ეს მისი ნებაა, მისი უფლებაა. კი ბატონო, იყოს ასეთი. თუ უნდა შველა, ჩვენ დავეხმარებოთ. მაგრამ ის, რომ იქადაგებოდეს, ხდებოდეს რეკლამირება ამ უმძიმესი ცოდვის, ამას ჩვენ არ დავუშვებთ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში, რომ ხელი შევუშალოთ ამ უმძიმესი ცოდვის ქადაგებას საქართველოში", - განაცხადა მამა დავით ისაკაძემ.
ცნობისთვის: 18-23 ივნისის ჩათვლით ლგბტქი თემი თბილისში სიამაყის კვირეულის გამართვას გეგმავს. თბილისი პრაიდის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობა, მათ შორის მსვლელობა.