
ზალკალიანი:"3+3 ფორმატში საქართველოს ჩართვა შეუძლებელია"
19/11/2021 17:17:29 პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, "3+3 ფორმატში საქართველოს ჩართვა შეუძლებელია".
“ეს შეუძლებელია მაშინ, როცა ჩვენი ტერიტორიები არის ოკუპირებული. რამე სახის პოლიტიკურ გეოპოლიტიკურ პროექტში ჩართვა შეუძლებელია, სამაგიეროდ ჩვენ ვთავაზობთ სხვა პლატფორმებს, რაც არის სამხრეთ კავაკასიის ქვეყნებს შორის თანამშრომლობა — თბილისი ვაქციოთ როგორც დიალოგის ადგილი კონკრეტულ ეკონომიკურ პროექტებზე, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ხალხთაშორის ურთიერთობებზე და ეს გახდეს გრძელვადიანი მშვიდობის საფუძველი რეგიონში. ამას ემსახურობოდა პრემიერის ინიციატივა სამშვიდობო სამეზობლო პოლიტიკასთან დაკავშირებით”, — განაცხადა დავით ზალკალიანმა.
გასული წლის დეკემბერში თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ სამხრეთ კავკასიაში შესაძლებელია "ექვსთა პლატფორმის" (თურქეთი, რუსეთი, ირანი, აზერბაიჯანი, საქართველ, სომხეთი) ჩამოყალიბება რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განსავითარებლად. ინიციატივას მაშინვე დაუჭირა მხარი აზერბაიჯანის ლიდერმა. თბილისში კი აცხადებენ, რომ საქართველო რუსეთთან ერთობლივ ვერავითარ ფორმატში ვერ ჩაებმება, სანამ რუსეთს ქვეყნის ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული. კონფლიქტოლოგთა ნაწილი ფორმატს „მკვდრადშობილს“ უწოდებს პოტენციურ მონაწლეთა აბსოლუტურად განსხვავებული ინტერესების გამო.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021