
სკოლებში პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაციის დაწყების თარიღი ცნობილია
17/05/2019 08:09:34 სხვა, საზოგადოება
სკოლებში პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაციის დაწყების თარიღი ცნობილია.
„რეგისტრაცია 21 მაისს, 09:00 საათზე დაიწყება და 12 ივნისის ჩათვლით განხორციელდება. დოკუმენტაციის წარდგენა კი 13 ივნისიდან 21 ივნისის ჩათვლით იქნება აუცილებელი. რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე www.emis.ge.“, – განუცხადეს „პირველ არხს“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში.