
NATO: „არ გვქონდა ინფორმაცია, ვინ იმყოფებოდა რუსული თვითმფრინავის ბორტზე“
14/08/2019 07:04:49 სხვა, მსოფლიო
NATO–ს განცხადებით, ალიანსს არ ჰქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ იმყოფებოდა რუსული თვითმფრინავის ბორტზე, რომელსაც გუშინ მისი ავიაგამანადგურებლები მიუახლოვდნენ.
”13 აგვისტოს, დილით ბალტიის ზღვის თავზე გამოჩნდა რუსული თვითმფრინავი, რომელსაც, სულ მცირე, ერთი რუსული ავიაგამანადგურებელი მიაცილებდა. NATO-ს ბალტიის საჰაერო პატრულირების მისიაში ჩართულმა ავიაგამანადგურებლებმა მყისიერად მიიღეს ზომები, რათა იდენტიფიცირება მოეხდინათ თვითმფრინავისა, რომელიც მოკავშირეთა საჰაერო სივრცესთან ახლოს გადაადგილდებოდა. როგორც კი მისი იდენტიფიცირება დასრულდა, NATO-ს ავიაგამანადგურებლები ბაზაზე დაბრუნდნენ. ალიანსს არ ჰქონდა ინფორმაცია, თუ ვინ იმყოფებოდა რუსული თვითმფრინავის ბორტზე“, – განუცხადეს „აქცენტს“ NATO-ს პრეს-სამსახურში.
ცნობისთვის: გუშინ რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ბალტიის ზღვის ნეიტრალური წყლების თავზე მფრენ ლაინერს, რომლის ბორტზეც რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ იმყოფებოდა, NATO–ს სამხედრო ხომალდი მიახლოვდა. როგორც რუსული მედია იუწყებოდა, ალიანსის სამხედრო ხომალდი რუსულმა ავიაგამანდგურებლებმა უკუაგდეს.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021