
პენიტენციური: "სააკაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაშია გადაყვანილი"
08/11/2021 15:00:28 პოლიტიკა, სამართალი
პენიტენციური სამსახურის ცნობით, სააკაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაშია გადაყვანილი.
"ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით და მომატებული საფრთხეებიდან გამომდინარე პატიმარი მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილია მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში. დამატებით ინფორმაციას საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწვდით", – აცხადებენ პენიტენციურ სამსახურში.
სააკაშვილის საპატიმრო დაწესებულებიდან გაყვანის შესახებ დაახლოებით, ერთი საათის წინ გახდა ცნობილი. სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ განაცხადა, რომ რუსთავის საპატიმროში შვილის სანახავად მივიდა, თუმცა „შვილი თვალწინ ააცალეს“.
ადვოკატები და ექიმთა ნაწილი სააკაშვილის სამოქალაქო მრავალპროფილურ საავადმყოფოში გადაყვანას მოითხვდა გლდანის ციხის არასათანადო აღჭურვილობის გამო. სახალხო დამცველმა ორჯერ შეამოწმა ციხის საავადმყოფო. უკანასკნელი მონიტორინგი 4 ნოემბერს განხორციელდა. ომბუდსმენმა მონიტორინგის შემდეგ განაცხადა, რომ "მიუხედავად დადებითი ცვლილებებისა, ისევ არ შეესაბამება მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს".ამ დროისთვის თბილისში, თავისუფლების მოედანზე აქცია მიმდინარეობს, რომლის მთავარი მოთხოვნაც სააკაშვილის, რომელიც 39–ე დღეა, შიმშილობს, სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაა.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021