Accentnews.ge
ევროსასამართლომ პოლონეთს დღეში მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა

ევროსასამართლომ პოლონეთს დღეში მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა

27/10/2021 17:57:57 ევროპა

ევროპის სასამართლომ პოლონეთს დღეში მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა. გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო ოფიციალური ვარშავის მიერ ამავე სასამართლოს ადრე მიღებული გადაწყვეტილების შეუსრულებლობა პოლონეთის უზენაესი სასამართლოს დისციპლინარული პალატის გაუქმების თაობაზე.

პოლონეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა გააკრიტიკეს ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილება და თქვეს, რომ პოლონეთი ჯარიმას არ გადაიხდის.

საქმე ეხება მორიგ ფაზას პოლონეთსა და ევროკავშირის ხელმძღვანელობას შორის კონფლიქტისა პოლონეთის სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის სესახებ. ევროკომისიამ მწვავედ გააკრიტიკა 2018 წელს დისციპლინარული პალატის შექმნა, რომელიც ევროკომისიის ხედვით, ხელისუფლებამ შეიძლება, მოსამართლეებზე ზეწოლისთვის გამოიყენოს.

2021 წლის ივლისში ევროპის სასამართლომ დისციპლინარული პალატის გაუქმება მოითხოვა, მაგრამ პოლონეთმა გადაწყვეტილება უგულებელყო. მეტიც, პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ ქვეყნის კონსტიტუცია პრიორიტეტულია ევროკავშირის კანონმდებლობასთან მიმართებაში. ამის შემდეგ ევროკავშირის რიგი ქვეყნების ლიდერები და ევროკომისიის წარმომადგენლები პოლონეთს დაემუქრნენ, რომ მას არ გამოუყოფენ მილიარდობით ევროს სპეციალური ფონდიდან, რომელიც პანდემიის შედეგებთან საბრძოლველად შეიქმნა. მაგრამ ევროკავშირში არ არის კონსენსუსის ასეთი ნაბიჯის აუცილებლობის თაობაზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S