Accentnews.ge
მოლდოვა საგანებო ზომების მიღებას გეგმავს გაზის დეფიციტის გამო

მოლდოვა საგანებო ზომების მიღებას გეგმავს გაზის დეფიციტის გამო

22/10/2021 16:18:42 ევროპა

მოლდოვას მთავრობა საგანგებო ზომების გამოცხადებისთვის ემზადება ბუნებრივი აირის მწვავე დეფიციტის გამო.

„გაზპრომმა“, გაზის ამ უმსხვილესმა მონოპოლისტმა მკვეთრად შეამცირა ბუნებრივი არის მიწოდება მოლდოვაში, ევროპის ენერგეტიკაში მზარდი კრიზისის ფონზე.

მოლდოვას პრემიერ-მინისტრმა ნატალია გავრილიცამ განაცხადა, რომ რესპუბლიკის მილსადენებში წნევა კრიტიკულად დაეცა – „ამან, შესაძლოა, ზიანი მიაყენოს მილსადენი ქსელის ტექნიკურ მდგომარეობას“, განაცხადა მთავრობის ხელმძღვანელმა.

რუსეთის კონცერნმა კიშინიოვისგან გადასახადი მოითხოვა, რომელიც ორჯერ აღემატება იმას, რაც კონტრაქტის პირობებითაა გათვალისწინებული, რომელსაც ვადა ეწურება.

ამჟამად კომპანიებს - „მოლდოვა-გაზსა“ და „გაზპრომს“ შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.ბრიუსელში გადაწყვიტეს, მხარი დაუჭირონ მოლდოვას. ევროპის კავშირი განიხილავს მოლდოვაში გაზის შექცევადი მიწოდების შესაძლებლობას რუმინეთიდან, სლოვაკეთიდან და უკრაინიდან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S