
„აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონთან ევროკავშირის ურთიერთობები საკვანძო საკითხად რჩება“
22/10/2021 15:19:47 ევროპა
აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონთან ევროკავშირის ურთიერთობები საკვანძო სტრატეგიული მნიშვნელობის რჩება, – ამის შესახებ ნათქვამია დასკვნით დოკუმენტში, რომელიც ევროკავშირის სამიტის შემდეგ საბჭოს მიერ გამოქვეყნდა.
დოკუმენტის თანახმად, ევროპული საბჭოს სხდომაზე ევროპელმა ლიდერებმა განიხილეს 15 დეკემბერს დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის მზადება.
ამასთან, საბჭო კიდევ ერთხელ მოუწოდებს ბელარუსის ხელისუფლებას, გაათავისუფლოს ყველა პოლიტიკური პატიმარი.