Accentnews.ge
"სულ უფრო ვუახლოვდებით პრინციპს, რომელიც დავისახეთ - მეტი NATO ვიხილოთ საქართველოში და მეტი საქართველო NATO-ში"

"სულ უფრო ვუახლოვდებით პრინციპს, რომელიც დავისახეთ - მეტი NATO ვიხილოთ საქართველოში და მეტი საქართველო NATO-ში"

09/08/2019 09:37:08 სხვა, პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა, თავდაცვა

საქართველოს პრემიერ–მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, "Agile Spirit 2019"–ის მსგავსი სწავლებები კიდევ უფრო რეალურს ხდის საქართველოს NATO– ში გაწევრიანებას და "სულ უფრო ვუახლოვდებით პრინციპს, რომელიც დავისახეთ - მეტი NATO ვიხილოთ საქართველოში და მეტი საქართველო NATO-ში".

ამის შესახებ ბახტაძემ მრავალეროვნული სამხედრო სწავლების "Agile Spirit 2019“ დახურვის ოფიციალურ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„11 წელი გავიდა უმძიმესი ტრაგედიიდან, როდესაც რუსეთის ფედერაციამ მოახდინა საქართველოს ორი ისტორიული რეგიონის ოკუპაცია. ეს არის ყველაზე მტკივნეული გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის. მეგობრებო, ჩვენი პასუხი ამ ყველაზე მტკივნეულ გამოწვევაზე არის მხოლოდ მშვიდობა და საქართველოს განვითარება. ქართველმა ერმა გააკეთა თავისი ცივილიზაციური არჩევანი, რომელიც გულისხმობს საქართველოს სრულ ინტეგრაციას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში და ეს არის საქართველოს სუვერენული, ჩვენი ერის ცივილიზაციური არჩევანი და ის არ არის მიმართული არავის წინააღმდეგ. ამ სწავლებამ ხელი შეუწყო საქართველოს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის ურთიერთთავსებადობის კიდევ უფრო გაძლიერებას და შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებას“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ორფოლოს პოლიგონზე მრავალეროვნული საერთაშორისო სწავლება Agile Spirit 2019 დახურვის ცერემონია დღეს გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S