Accentnews.ge
ევროპარლამენტი ევროკომისიის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს

ევროპარლამენტი ევროკომისიის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს

20/10/2021 17:57:54 ევროპა

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა დავიდ სასოლიმ იურიდიულ სამსახურს ევროკომისიის წინააღმდეგ სარჩელის მომზადების თხოვნით მიმართა, რომელშიც ამ უკანასკნელს განპირობებულობის მექანიზმის შესახებ რეგლამენტის შეუსრულებლობაში ადანაშაულებს.

ევროპარლამენტის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, გასული წლის დეკემბერში მიღებული რეგლამენტი შესაძლებლობას აძლევს ევროკავშირს, შეაჩეროს თავისი ბიუჯეტიდან თანხების გამოყოფა წევრი ქვეყნებისთვის, რომლებშიც კანონის უზენაესობა საფრთხის ქვეშ დგება.

სასოლიმ იურიდიულ სამსახურს სამართლებრივ საკითხთა საკომიტეტო განხილვის შემდეგ მიმართა, რომლის შედეგად პოლიტიკური ჯგუფების ლიდერების უმრავლესობამ მის ინიციატივას მხარი დაუჭირა და სასამართლოსთვის მიმართვის რეკომენდაცია გასცა.

წერილში აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტი უარს იტყვის სარჩელზე, თუ ევროკომისია სათანადო ღონისძიებებს გაატარებს.

"ევროკავშირის წევრი ქვეყნები, რომლებიც კანონის უზენაესობის პრინციპს არღვევენ, არ უნდა იღებდნენ დაფინანსებას კავშირის ბიუჯეტიდან. გასულ წელს ევროპარლამენტი მედგრად იბრძოდა მექანიზმისთვის, რომელიც ამას უზრუნველყოფდა, თუმცა ევროკომისიას იგი ამ დრომდე არ გამოუყენებია", - განმარტა სასოლიმ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S