Accentnews.ge
ტრამპი – მაკრონს: „არავის აქვს უფლება ირანს აშშ–ის სახელით ესაუბროს“

ტრამპი – მაკრონს: „არავის აქვს უფლება ირანს აშშ–ის სახელით ესაუბროს“

09/08/2019 06:20:20 სხვა, მსოფლიო

აშშ–ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს ირანის საკითხთან დაკავშირებით თეირანისთვის „არეული მესიჯების“ გაგზავნაში ადანაშაულებს. 

„მე ძალიან კარგად ვიცი, რას გულისხმობს ემანუელი, მაგრამ არავის აქვს უფლება ირანს აშშ–ის სახელით ესაუბროს“, – დაწერა ტრამპმა „ტვიტერში“ პირად გვერდზე. თუმცა თეთრი სახლის ლიდერს არ დაუზუსტებია მაკრონის მიერ გაკეთებულ კონკრეტულად რომელ განცხადებას გულისხმობდა.

აღსანიშნავია, რომ გასულ კვირაში მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „დიდი შვიდეულის“ სამიტის ფარგლებში ემანუელ მაკრონმა ირანის პრეზიდენტ ჰასან როუჰანის დონალდ ტრამპთან შეხვედრა შესთავაზა.

„დიდი შვიდეულის“ სამიტი მიმდინარე თვის ბოლოსთვისაა დაგეგმილი.

ცნობისთვის: ირანს ბოლო პერიოდში ურთიერთობა უკიდურესად დაეძაბა აშშ–სთან და დიდ ბრიტანეთთან. კერძოდ, ირანის რევოლუციური გვარდიის წევრებმა ნავთობტანკერი Stena Impero 19 ივლისს დააკავეს. მალევე გაავრცელეს ვერსია, რომ ტანკერის დაკავების მიზეზი თევსაჭერ გემთან ინციდენტი გახდა. თუმცა 21 ივლისს ირანულმა მხარემ უკვე ღიად განაცხადა, რომ ტანკერის დაკავება ბრიტანეთის მიერ ირანული ტანკერის დაკავების საპასუხოდ მოხდა.

რაც შეეხება აშშ–ირანის ურთიერთობას, ვითარება ამ ორ ქვეყანას შორის უკიდურესად მას შემდეგ დაიძაბა, რაც ვაშინგტონმა 2015 წლის საერთაშორისო ბირთვულ შეთანხმება დატოვა. აღნიშნული გადაწყვეტილება აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ერთი წლის წინ მიიღო და ირანისათვის დაწესებული სანქციები კიდევ უფრო გაამკაცრა. 2018 წლის ნოემბერში ამერიკამ სანქციები აღუდგინა ირანს, რომელიც ასევე მოიცავს აკრძალვას ნავთობის შესყიდვაზე. მიმდინარე წლის მაისში კი ვაშინგტონმა განაცხადა, რომ ირანისათვის ნავთობზე დაწესებული სანქციებიდან გამონაკლისები აღარ იქნება. გარდა ამისა, აშშ-მა „ირანის ისლამური რევოლუციის გვარდია“ ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა. ცოტა ხნის წინ კი აშშ-მა რეგიონში ავიამზიდი,  სტრატეგიული ბომბდამშენები და დამატებით 1000 ჯარისკაცი განათავსა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S