
"თავდაცვის მდივნის ვიზიტი საქართველოში აშშ-ის აშკარა ინტერესის ნიშანია"
18/10/2021 07:42:25 საგარეო პოლიტიკა, თავდაცვა
ამერიკელი გენერალი, აშშ-ის ევროპული ჯარების ყოფილი მეთაური ბენ ჰოჯესი აცხადებს, რომ შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის საქართველოში, უკრაინასა და რუმინეთში ვიზიტი შავი ზღვის რაიონში აშშ-ის ინტერესის აშკარა სიგნალია.
"ეს არის დიდებული ახალი ამბავი, თავდაცვის მდივნის ვიზიტი საქართველოში, უკრაინასა და რუმინეთში არის აშკარა სიგნალი, რომ აშშ-ს შავი ზღვის რაიონის მიმართ ინტერესი აქვს", - წერს ბენ ჰოჯესი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის: ოსტინი თბილისს დღეს ეწვია. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და თავდაცვის მინისტრ ჯუანუშერ ბურჭულაძეს შეხვდება. დაგეგმილია საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს შორის შეთანხმების გაფორმება, რომელიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და შეკავების შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად. მოგვიანებით, იგი თავდაცვის ძალების ერთ-ერთ სამხედრო ბაზას ესტუმრება და ამერიკელი და ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობით ერთობლივ სწავლებას დაესწრება.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021