Accentnews.ge
გერმანიის პრეზიდენტმა რიგი ქვეყნებისთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმების შესახებ ინფორმაციას ფეიქი უწოდა

გერმანიის პრეზიდენტმა რიგი ქვეყნებისთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმების შესახებ ინფორმაციას ფეიქი უწოდა

29/09/2021 14:38:17 ევროპა, პოლიტიკა

გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ფეიქი უწოდა გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ევროკავშირი რიგი ქვეყნებისთვის, მათ შორის მოლდოვასთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებას გეგმავდეს.

მანამდე მედიაში ამ კონტექსტში მოლდოვას გარდა, საქართველო, უკრაინა, ალბანეთი და სერბეთიც დასახელდნენ.

«გაკვირვებით გავეცანი ამ ინფორმაციას, როდესაც ჩემი თვითმფრინავი აქ - კიშინიოვში ეშვებოდა. შინაგან საქმეთა ფედერალური სამინისტროდან მომაწოდეს ინფორმაცია, რომ ეს ცრუ სიახლეა. გერმანიის მთავრობას არ შეუთავაზებია ევროკავშირისთვის მოლდოვას მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმისადმი მიდგომის შეცვლა. ეს ფეიქია», – განუცხადა ჟურნალისტებს შტაინმაიერმა მოლდოველ კოლეგა მაია სანდუსთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ცნობისთვის: გამოცემა EUobserver-მა გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს ევროკავშირის რიგი სახელმწიფოები, მათ შორის გერმანია, საფრანგეთი და იტალია კავშირის დონეზე უკრაინის, საქართველოს, მოლდოვას, ასევე ბალკანეთის ქვეყნების მოქალაქეებისთვის მიგრაციული კანონმდებლობის მასობრივი დარღვევის შემთხვევაში უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმების შესახებ დისკუსიის დაწყების საკითხს ინიცირებდნენ.

გამოცემის ცნობით, ევროკავშირში ცირკულირებს დოკუმენტი, რომელშიც ამ ქვეყნებიდან თავშესაფრის უსაფუძვლო თხოვნებისა და მიგრაციული კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევების მომრავლების გამო მსგავს აუცილებლობაზეა საუბარი.

ადრე ევროკომისიის დოკუმენტში საქართველოს მიერ ევროკავშირთან ვიზა-ლიბერალიზაციის კუთხით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების თაობაზე ნათქვამი იყო, რომ პანდემიის პირობებში საქართველოს მოქალაქეები სხვებზე უფრო ხშირად მიმართავდნენ ევროკავშირის ქვეყნებს უსაფუძვლო თხოვნებით თავშესაფრის მინიჭების შესახებ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S